ირანსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს სტამბოლში გაიმართება

პარასკევს, 6 იანვარს სტამბოლში დაიწყება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის - მთავარი თემა ახალი ბირთვული შეთანხმება იქნება. 

ვითარების არსი: თურქეთში დაგეგმილი მრავალმხირივი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios ავრცელებს. 

  • ამერიკულ დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უხელმძღვანელებს, ხოლო ირანისას საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი. 

  • შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის მუსლიმური ქვეყნების მაღალჩინოსნებიც. 

  • ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, სტამბოლის სამიტის მიზანია შეთანხმდეს ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ომის თავიდან აცილების შესაძლებლობას გააჩენს - ტრამპის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ირანი მზად არის მტკივნეული კომპრომისებისთვის. 

წინარეისტორია: სპარსეთის ყურეში ამერიკული სამხედრო ფლოტის კონცენტრაციის უპრეცედენტო ზრდისა და ტრამპის მუქარების ფონზე, რეგიონის მუსლიმური ქვეყნები მხარეებს შორის აქტიურ მედიაციას აგრძელებდნენ. 

  • სტამბოლში ახალი შეხვედრის დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობენ თურქეთის, კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენლები. 

  • 2 თებერვალს აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა სამივე ქვეყნის კოლეგებთან.

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს შეუძლებელი იქნება წნეხის, ძალისა და შანტაჟის პირობებში. 

სტრიქონებს შორის: ვაშინგტონი თეირანისგან ითხოვს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას, უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე უარის თქმას, ასევე ბალისტიკური რაკეტების პროგრამის მკაცრად შეზღუდვას და რეგიონში პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტას. 

  • ირანის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩამოთვლილი საკითხებიდან მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვული პროგრამის პარამეტრებზეა შესაძლებელი. 

  • ჯერჯერობით რთულია სათქმელია, რამდენად შეძლებენ არაღჩი და უიტკოფი ამდენად დაშორებული პოზიციების დაახლოებას. 

დაეწიე ამბავს: უიტკოფისა და არაღჩის უშედეგო მოლაპარაკებები უძღოდა წინ გასული წლის ივნისში 12-დღიან ომს ისრაელთან, რომლის მიწურულსაც პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაერთო და ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

  • სტამბოლში გამგზავრებამდე სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობას მიიღებენ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალ ფორმატში. 

მსგავსი სიახლეები