COVID 19-ის სამკურნალო აბის განვითარებას ბილ გეითსი 4.3 მილიონი დოლარით დააფინანსებს
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ანტივირუსული აბის განვითარებას ბილ გეითსი 4.3 მილიონი დოლარით დააფინანსებს.
ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ოსლოში არსებული ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციების კოალიციის დამფუძნებელია და ამ ორგანიზაციას ოქტომბერში 20 მილიონი დოლარი გადასცა.
კოალიციამ ვაქცინების განვითარებისთვის ჯამში 200 მილიონი დოლარი დახარჯა. კოალიციის ერთ-ერთი ბენეფიციარი ებრაული MigVax გახდა.
MigVax-ის აღმასრულებელი დირექტორის დავიდ ზიგდონის თქმით, ეს მხოლოდ საწყისი ინვესტიციაა და კლინიკური კვლევების შემდეგი ფაზებისას დაფინანსება გაიზრდება.
MigVax-ის მიზანი არამხოლოდ ანტივირუსული აბების შექმნაა, არამედ მისი ადაპტირება კორონავირუსის ახალ ვარიანტებზე და ზოგადად, მომავალში წარმოქმნილ ვირუსებზე. ანტივირუსული აბის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ვაქცინის კომპონენტია.
კომპანიამ აბები წარმატებით გამოცადა ვირთხებზე და მის კლინიკურ გამოცდას ადამიანებზე იწყებს.