კვლევა: პუტინის ელექტორალური რეიტინგი 2024 წელთან შედარებით მესამედით შემცირდა

რუსულმა სოციოლოგიური კვლევების არასამთავრობო ორგანიზაცია "ლევადა-ცენტრმა" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად ვლადიმირ პუტინმა 2024 წელთან შედარებით რეიტინგის მესამედი დაკარგა.

კვლევის დეტალები: კვლევის მიხედვით, აპრილის ბოლოს ვლადიმირ პუტინის ელექტორალურმა რეიტინგმა 49% შეადგინა. რაც 2024 წლის თებერვალთან შედარებით 19 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

  • კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ, ვის მისცემდნენ ხმას, არჩევნები უახლოეს კვირას რომ გამართულიყო. გამოკითხულები გვარებს თავად, მინიშნებების გარეშე ასახელებდნენ.

  • 2025 წლის აპრილიდან დღემდე პუტინის რეიტინგი 13% შემცირდა.

  • წინა წლის აპრილთან შედარებით, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც არ იციან, ვის მისცემდნენ ხმას.

  • ასევე მოიმატა იმ მოქალაქეების წილმა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.

  • ამავდროულად, სხვა პოლიტიკოსების რეიტინგის ზრდა 1%-იან ნიშნულს არ გასცილებია.

კონტექსტი: რუსეთის სამი წამყვანი სოციოლოგიური ცენტრი – სახელმწიფოებრივი(ВЦИОМ), პროკრემლისტური(ФОМ) და დამოუკიდებელი(ლევადა-ცენტრი) - ამ გაზაფხულზე პუტინის ნდობის რეიტინგებისა და მისი მუშაობის შეფასების კლებას ერთხმად ადასტურებს.

  • ФОМ და ВЦИОМ მაჩვენებლების რეკორდულ კლებაზე მიუთითებენ - ეს მინიმალური ნიშნულია ომის დაწყების შემდეგ. "ლევადას" კვლევით კი, მაჩვენებლები მობილიზაციის პერიოდის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა.

  • პუტინის რეიტინგთან ერთად ეცემა მმართველი პარტიისა და სახელმწიფო სტრუქტურების რეიტინგიც.

  • რეიტინგის ვარდნის მთავარი მიზეზებია გაჭიანურებული ომი, ეკონომიკური უკუსვლა და სახელმწიფო ორგანოების მიერ ინტერნეტის დაბლოკვა.

მსგავსი სიახლეები