ლავროვი: უკრაინა რუსეთის კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს
 
				
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ლიდერები მოსკოვის აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ სერგეი ლავრომა ორშაბათს განაცხადა. დონბასში უკრაინის არმიასა და პრო-რუს სეპარატისტებს შეტაკებები ბოლო კვირის განმავლობაში გამწვავდა.
"ჩვენ ვაკვირდებით პროვოკაციების და რუსეთის კონფლიქტში ჩართვის მცდელობას," - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსეთმა უკრაინის ხელისუფლება სიტუაციის დესტაბილიზაციაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც უკრაინულმა ძალებმა თურქული დრონი Bayraktar TB2 გამოიყენეს პრო-რუსი სეპარატისტების პოზიციების დასაბომბად.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სამთავრობო ძალებს 2014 წლიდან ებრძვიან. კიევის მონაცემებით კონფლიქტს 14 000 ადამიანი ემსხვერპლა.
 
         
         
        .png) 
         
        .png)