ლინდსი გრემი: ჩერჩილის შემდეგ, ასეთი პარტნიორი [უკრაინა] არ გვყოლია

23 აგვისტოს, უკრაინაში ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელმაც მედიასთან საუბრის დროს, ამერიკული დახმარების გაზრდაზე გაამხვილა ყურადღება. 

" ცივი ომის დროს, ჩვენ მილიარდებს ვხარჯავდით რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის 3%-ით, უკრაინამ რუსეთის ჯარის ნახევარი გაანადგურა.ამერიკის თავდაცვისთვის, ეს არის საუკეთესო ინვესტიცია,"აღნიშნა გრემმა. 

ამერიკელი სენატორის განცხადებით, ომმის წინ არსებული მოლოდინები და პროგნოზები მცდარი იყო, ხოლო რუსეთის ჯარის შესაძლებლობები მკვეთრად გადაფასებული. 

"ჩერჩილის შემდეგ, ჩვენ ასეთი პარტნიორი [უკრაინა] არ გვყოლია." განაცხადა ლინდსი გრემმა. 

რესპუბლიკელი სენატორი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება კიდევ უნდა გაიზარდოს. 

ვაშინგტონ პოსტის მონაცემებით, ამ დროისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს $66 მილიარდის სამხედრო დახმარება აქვს უკრაინისთვის გადაცემული. 

მსგავსი სიახლეები