მედია: ადამ კადიროვი რეანიმაციაშია, ჩეჩნეთის ლიდერის შვილი ავარიაში მოყვა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილი, 18 წლის ადამ კადიროვი ავარიაში მოყვა.

ინფორმაციას გამოცემა "კავკაზ. რეალიი" ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩაშლილად: ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან ახლოს მყოფმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ კადიროვი ავარიაში მოყვა.

  • თავდაპირველად წყარომ მედიას განუცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

  • მოგვიანებით გამოცემამ დააზუსტა, რომ "ექიმების თქმით, კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

  • ჩეჩნური ოპოზიციური ბლოგის, Niyso-ს ინფორმაციით, კადიროვს ყბა აქვს მოტეხილი, გარდა ამისა დაზიანებული აქვს ელენთა.
  • 21 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ ადამ კადიროვი თავს უკეთ გრძნობს.

სიღრმისეულად: მედიების ცნობით, კადიროვი ავარიაში 13 იანვარს, გროზნოში.

  • წყაროებზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჭესთან ჩეჩნეთის ლიდერის შვილი იჯდა.

  • ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა "მფრინავი საავადმყოფო" - საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საკუთრებაში არსებული Ан-148 ტიპის თვითმფრინავი.

  • კადიროვი მოსკოვში გადაიყვანეს, თითქმის იგივე დროს მოსკოვისკენ გაფრინდა რამზან კადიროვის პირადი თვითმფრინავიც.

  • ავარიის შემდეგ რამზან და ადამ კადიროვები საჯაროდ არ გამოჩენილან

მსგავსი სიახლეები