მედინსკი: რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ კიევის წერილობით წინადადებებს შორის რუსეთთან შეთანხმების ფარგლებში არის ფორმულირება, რომ მოსკოვი არ იქნება უკრაინის ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი.

ამის შესახებ პრეზიდენტის თანაშემწემ და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

"უკრაინა უარს ამბობს სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე, უცხოური სამხედრო ბაზების, კონტიგენტების განთავსებაზე, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე გარანტი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის თანხმობის გარეშე. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ გამორიცხავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას", - თქვა პუტინის თანაშემწემ.

მისი თქმით, ეს და სხვა დებულებები "არავითარ შემთხვევაში არ არის ხელშეკრულების დებულებები, არამედ წინადადებები, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ კონსტრუქციულ ნაბიჯად კომპრომისის მოსაძებნად", - თქვა მედინსკიმ.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკების შემდეგ ვლადიმერ მედინსკის განცხადებიდან, ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ დაასკვნა, რომ რუსეთი არ არის უკრაინის ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი. თუმცა, მედინსკის გამოსვლის ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ჩამოთვალა უკრაინის წინადადებები და რუსეთის პოზიცია არ დაუკონკრეტებია.

მედინსკიმ უკრაინული მხარის შემოთავაზებული პუნქტები ჩამოთვალა და თქვა, რომ უკრაინის წინადადებები განიხილება.

მსგავსი სიახლეები