ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ ქალებს ქალთა კატეგორიებში ასპარეზობა აუკრძალა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტრანსგენდერ ქალებს ქალთა კატეგორიებში მონაწილეობა აუკრძალა - ამის შესახებ ცნობილი 26 მარტს გახდა, მას შემდეგ, რაც დამტკიცდა ახალი რეგულაცია "ოლიმპიურ სპორტში ქალთა კატეგორიის დაცვის შესახებ."

ჩაშლილად: განახლებული პოლიტიკის მიხედვით, ქალთა ტურნირებში მონაწილეობა მხოლოდ ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის ადამიანებს შეეძლებათ. ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენს კარიერის განმავლობაში ერთხელ გენეტიკური ტესტი ჩაუტარდება, რითაც მისი ბიოლოგიური სქესის გარკვევა იქნება შესაძლებელი. 

  • "ოლიმპიურ თამაშებში მცირე სხვაობაც კი, შესაძლოა გახდეს გამარჯვებისა ან დამარცხების განმაპირობებელი." - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კირსტი კოვენტრიმ.

  • "ამიტომ, ცხადია, რომ არ იქნება სამართლიანი ბიოლოგიურად მამრობითი სქესის ადამიანებმა ქალთა კატეგორიებში იასპარეზონ." - თქვა მან.

დეტალები: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, განახლებული პოლიტიკა ეფუძნება სამეცნიერო საფუძვლებს და შემუშავებულია სამედიცინო ექსპერტების მიერ. გადაწყვეტილება გავრცელდება IOC-ის ეგიდით გამართულ ყველა ტურნირზე. 

  • "აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ გააჩნია უკუძალა და იგი არ ვრცელდება მასობრივ ან სამოყვარულო სპორტულ პროგრამებზე." - აცხადებს ოლიმპიური კომიტეტი.

ცვლილებები ძალაში 2028 წლიდან, ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშებიდან შევა.

მსგავსი სიახლეები