პუტინთან გზავნილი მაქვს: ომი უნდა დასრულდეს - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა, რომელიც თითქმის 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ვითარების არსი: ამერიკელმა პრეზიდენტმა შეხვედრას ძალიან პოზიტიური უწოდა - ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრის მიწურულს პრეზიდენტებმა ცოტა ხანი Tête-à-tête ფორმატშიც ისაუბრეს. 

  • შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს გზავნილი ვლადიმირ პუტინთან - "ომი უნდა დასრულდეს"- ამერიკელი პრეზიდენტის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

  • "ეს კარგი შეხვედრა იყო"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა. 

დაეწიე ამბავს: ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა წინ უძღვის სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს მოსკოვში - დღეს საღამოს კრემლში ვლადიმირ პუტინი ტრამპის ემისრებს მიიღებს. 

  • წყაროების ცნობით, უკრაინამ და აშშ-მ პრაქტიკულად დაასრულეს დონალდ ტრამპის მიერ შედგენილი ე.წ. 20 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როგორია ამ დოკუმენტებზე კრემლის პოზიცია - პუტინის განცხადებები ნაკლებ ენთუზიამზე მიუთითებს. 

კონტექსტი: უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაუწყვეტელი რჩება მხოლოდ 1 საკითხი, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ რომელ საკითხზეა საუბარი. 

  • "ჩვენ ეს საკითხი რამდენიმე სესიაზე განვიხილეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის გადაწყვეტა შესაძლებელია, თუ კი ორივე მხარეს ექნება მზაობა"- განაცხადა უიტკოფმა. 
  • დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ცნობით, მოსკოვის შემდეგ აბუ-დაბიში გაემართება სადაც სამუშაო ჯგუფების სამმხრივი შეხვედრა უნდა გაიმართოს. 

 

მსგავსი სიახლეები