პუტინი კრემლში აბასს შეხვდა - მთავარი განცხადებები

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის შეხვედრა გაიმართა.

პოლიტიკურმა ლიდერებმა რუსეთისა და პალესტინის ურთიერთობაზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი გზავნილებია:

ვლადიმირ პუტინი

  • პალესტინელი ხალხის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთი მზად არის გაყინული აქტივებიდან "მშვიდობის საბჭოში" $1 მილიარდი ჩარიცხოს.
  • პუტინმა აბასს აცნობა, რომ გაყინული აქტივებიდან თანხის გადარიცხვის ინიციატივის შესახებ დონალდ ტრამპთანაც ისაუბრა. 
  • პუტინის თქმით, მხოლოდ პალესტინის სრულუფლებიანი სახელმწიფოს არსებობის შემთხვევაში არის შესაძლებელი ახლო აღმოსავლეთის დარეგულირება.

მაჰმუდ აბასი

  • რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა პალესტინას.
  • პალესტინელი ხალხი ეწინააღმდეგება ნებისმიერ გასახლებას და თავის მიწაზე ცხოვრობს.
  • "ისრაელის ოკუპაციას ღაზის სექტორში განადგურება მოაქვს". - თქვა აბასმა.

ჩაშლილად: "მშვიდობის საბჭო" დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტების დასრულებას ინახავს.

  • თავდაპირველად "მშვიდობის საბჭო" ღაზაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შეიქმნა, მაგრამ მოგვიანებით ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის მუშაობის არეალი ფართოვდება.
  • ტრამპმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ითანამშრომლებს გაეროსთან.
  • "მშვიდობის საბჭოს" სავარაუდოდ უცვლელად დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.
  • აშშ-ს პრეზიდენტმა საბჭოში რუსეთიც მიიწვია. პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის გაყინული აქტივებიდან $1 მილიარდი "მშვიდობის საბჭოს" გადასცეს.

 

მსგავსი სიახლეები