Reuters: საჯარო უარყოფის მიუხედავად ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებს

უარმყოფელი განცხადებების მიუხედავად რეალურად ინდოეთმა საგრძნობლად შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები - ნიუ დელი რუსულ წიაღისეულს ამერიკული და ახლო აღმოსავლური ნავთობით ანაცვლებს.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ გადაწყვეტილებაში გაცნობიერებულ 2 წყაროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- მათი ცნობით, ქვეყნის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ (Indian Oil Corporation) გასულ დღეებში 7 მილიონი ბარელი ნედლი წიაღისეული შეიძინა, მათ შორის ამ მოცულობის დიდი ნაწილი (4.5 მილიონი ბარელი) ამერიკული წარმოების ნავთობია, 2 მილიონი არაბეთის გაერთიანებული საამიროების და დაახლოებით 500 ათასი კანადური.
- გამოცემასთან საუბარში წყაროები ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება განპირობებული იყო რუსული ნავთობის ჩანაცვლების საჭიროებით, რაც თავის მხრივ ამერიკული ადმინისტრაციისგან გაზრდილ წნეხს უკავშირდება.
Big Picture: გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა უკვე შეწყვიტეს რუსული ნავთობის შესყიდვები - Reuters-ის ცნობით, მთავრობამ გადამამუშავებელ ინდუსტრიას რუსული წიაღისეულის ჩანაცვლების გეგმის მომზადება სთხოვა.
- თავის მხრივ New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ინდოეთი კვლავ აგრძელებს რუსული ნავთობის შესყიდვას, ტრამპის ადმინისტრაციის მუქარების მიუხედავად.
- Bloomberg-ის ცნობით, ნარენდრა მოდის მთავრობას ჯერ არ გაუცია შესაბამისი განკარგულება ინდოეთის სანავთობო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.
Сontext: გასულ დღეებში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვებით ინდოეთი ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გაგრძელებას.
- ეკონომისტების შეფასებით, ინდოეთის მხრიდან რუსული ნავთობზე მთლიანად უარი ან თუნდაც შემცირებას საგრძნობი გავლენა ექნება რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილსა და ზოგადად ეკონომიკაზე.