რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობასაც დაიკავებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გახდება პირველი ადამიანი ჰენრი კისინჯერის შემდეგ, რომელიც უხელმძღვანელებს სახელმწიფო დეპარტამენტს და ამავე დროს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი იქნება.

State Of Play: ორივე თანამდებობას ისტორიაში ბევრი ადამიანი იკავებდა, მათ შორის კოლინ პაუელი და კონდოლიზა რაისი, მაგრამ არა ერთდროულად.

  • პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ რუბიო დროებით დაიკავებს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას, მას შემდეგ, რაც მაიკ უოლცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ტრამპმა ის გაეროში ელჩობის კანდიდატად დაასახელა.
  • კისინჯერი, რომელიც 2024 წლის დეკემბერში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რიჩარდ ნიქსონის დროს. 1973 წლის სექტემბრიდან 1975 წლის ნოემბრამდე. მას შემდეგ ორივე თანამდებობაზე ერთდროულად არავინ ყოფილა.
  • კისინჯერი ნიქსონმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად 1969 წელს დაინიშნა და 1973 წლიდან 1977 წლამდე ფორდის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი იყო.

ჰენრი კისინჯერი და მარკო რუბიო

Big Picture: 24 მარტს, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა ის Signal-ის ჯგუფურ ჩატში დაამატა, რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მდივანი და სხვა პირები იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმას განიხილავდნენ.

  • ამ ჩატში საიდუმლო ინფორმაცია განიხილებოდა, რასაც ოპონენტების მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

Context: საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა გაეროში ელჩობის კანდიდატად ნიუ-იორკელი კონგრესმენი ელის სტეფანიკი წარადგინა.

  • თუმცა რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში ძალიან მყიფე უმრავლესობა აქვთ (220 მანდატი) და მისი დამტკიცების შემთხვევაში, მოლოდინი იყო, რომ ნიუ-იორკის დემოკრატი გუბერნატორი ახალი არჩევნების ჩატარებას მაქსიმალურად გადადებდა, რაც კიდევ უფრო შეამცირებდა რესპუბლიკელების უმრავლესობას და გაართულებდა გადაწყვეტილებების მიღებას.

მსგავსი სიახლეები