რუსეთში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში სავალდებულო ხდება.

ქვეყნის 18 რეგიონში ვირუსის დელტა ვარიანტის გამო ხელისუფლების, ჯანდაცვის, განათლების, რესტორნების და სხვა მომსახურების სექტორის წარმომადგენლობისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს “არავინ აიძულებს” ვაქცინაციას, მათ შეუძლიათ სამსახური დატოვონ და ახალი სამსახური იპოვონ.

“რეალობა ასეთია, მსგავსი დისკრიმინაცია გარდაუვალია. აუცრელი ან იმუნიტეტის არმქონე ადამიანები ყველგან ვერ იმუშავებენ. ეს შეუძლებელია. ეს მათ ირგვლივ მყოფებს საფრთხეს უქმნის,” - განაცხადა პესკოვმა.

ქვეყანაში შემთხვევების ზრდა ივნისში დაიწყო და დღეში ინფიცირების 20 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ 11%-ია სრულად აცრილი.

 

მსგავსი სიახლეები