რუსეთმა სირიაში სამხედრო ტვირთების მიწოდება პირველად განაახლა - მედია

რუსეთმა ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველად განაახლა სირიაში სამხედრო ტვირთების მიწოდება.

ვითარების არსი: OSINT-პროექტების, InsiderGeo-სა და SONARROW_OSINT-ის მიერ გაანალიზებული სატელიტური სურათების მიხედვით, რუსული სატვირთო გემი „სპარტა“ სამხედრო ხომალდების თანხლებით სირიის პორტ ტარტუსში ჩავიდა.

  • მკვლევართა აზრით, ეს არის ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ სირიაში რუსული იარაღის მიწოდების პირველი ვიზუალური დასტური.

დეტალები: სურათებზე ჩანს, რომ გემის დაცლა ტარტუსში 11 მაისს მოხდა. ზუსტად რა გადაჰქონდა გემს, უცნობია, თუმცა ირიბი ნიშნებით, შესაძლოა საუბარი იყოს ან სამხედრო ტვირთზე, ან ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობაზე.

  • სატელიტური სურათების თანახმად, „სპარტას“ გვერდით ფრეგატი „ადმირალ ფლოტა კასატონოვი“ იმყოფებოდა. კონვოის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე კი, უსაფრთხო დერეფნის უზრუნველსაყოფად, პორტიდან კორვეტი „სტოიკი“ გავიდა.

  • მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს მიწოდებები შესაძლოა უკავშირდებოდეს ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების მომავალთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.

კონტექსტი: ანალიტიკოსთან აზრითლ, სირიის ახალი ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, მზადაა, რუსეთს პორტ ტარტუსსა და ავიაბაზა ხმეიმიმზე შეზღუდული წვდომა შეუნარჩუნოს, თუმცა არა უსასყიდლოდ. როგორც თავდაცვის მინისტრმა მურჰავ აბუ კასრამ 2025 წელს განაცხადა, რუსეთს შეუძლია ბაზები შეინარჩუნოს, „თუ ეს სირიას სარგებელს მოუტანს“.

  • როგორც Reuters-ი მაისის დასაწყისში იტყობინებოდა, 2026 წელს რუსეთი სირიისთვის ნავთობის მთავარ მომწოდებლად იქცა.

  • აპრილის ბოლოს „კომერსანტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დამასკოს სურს, ხმეიმიმი თავისი სამხედროებისთვის საწვრთნელ ცენტრად აქციოს.

  • სირიაში ბაზების დაკარგვა მოსკოვისთვის სერიოზული სტრატეგიული მარცხი იქნებოდა, რადგან ის ხმეიმიმსა და ტარტუსს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში თავისი ყოფნის გასაფართოებლად იყენებს.

  • როგორც Bloomberg-ი წერდა, გასული წლის ოქტომბერში რუსეთმა ხმეიმიმის ბაზაზე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ფრენები განაახლა.

მსგავსი სიახლეები