რუსეთში კადიროვის შვილის მიერ ნაცემი პატიმარი გაუჩინარდა

რუსეთში კოლონიიდან ეტაპირების დროს გაუჩინარდა პატიმარი ნიკიტა ჟურაველი.

ჩაშლილად: ჟურაველი ბოლოს კონტაქტზე გასული წლის დეკემბერში გამოვიდა.

  • ბოლო მონაცემებით ის მოსკოვიდან ეტაპირებისას გაუჩინარდა.
  • რუსული სასჯელაღსრულების სისტემის გაუმართაობის პირობებშიც კი 3 თვე დიდი ვადაა.
  • მაგალითისთვის ალექსეი ნავალნი ხარპის კოლონიაში გადაყვანისას 19 დღის განმავლობაში არ გამოდიოდა კონტაქტზე.
  • "24 დეკემბრის შემდეგ ჟურაველის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. ოჯახის წევრები და ახლობლები ნერვიულობენ. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პატიმარი ცოცხალია". - ამბობს ჟურაველის ადვოკატი ანდრეი საბინინი.

წინარე ისტორია: ნიკიტა ჟურაველი ვოლგოგრადში მას შემდეგ დააკავეს, რაც ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში ყურანის დაწვის ვიდეო გამოაქვეყნა.

  • დაკავებული ვოლგოგრადიდან ჩეჩნეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
  • 2023 წლის აგვისტოს ხელშეკრულ ჟურაველს რამზან კადიროვის შვილმა, ადამ კადიროვმა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა. მოგვიანებით ცემის ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარ Telegram-არხში გამოაქვეყნა.
  • ვიდეოს რუსეთში საზოგადოების ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ჩეჩნეთის პროკურატურამ ფორმალურად საქმე აღძრა, თუმცა უმცროსი კადიროვი, რომელიც იმ მომენტში არასრულწლოვანი (16 წლის) იყო უდანაშაულოდ ცნეს.
  • 2024 წლის ნოემბერში ჟურაველი სახელმწიფო ღალატის მუხლით გაასამართლეს და 13.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
  • გამოძიების ვერსიით ჟურაველმა ყურანი უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით დაწვა.

მსგავსი სიახლეები