რუსული ნავთობის ფასი ბიუჯეტით პროგნოზირებულ მაჩვენებელს 40%-ით ჩამოცდა

რუსული საექსპორტო სორტის ნავთობის ფასი ბიუჯეტით პროგნოზირებულ მაჩვენებელს 40%-ით ჩამოცდა - გასული 2 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსული ნავთობის ფასი სამიზნე მაჩვენებელს მკვეთრად ჩამორჩა.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. ამგვარად, URALS-ის მარკის ნავთობის ფასი სასაქონლო ბირჟებზე 48 დოლარს ჩამოცდა, მაშინ, როდესაც საბიუჯეტო წესი ბარელზე 69 დოლარს პროგნოზირებდა.
- ეს გასული 2 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია - ბოლოს ასე იაფი რუსული ნავთობი 2023 წლის მაისში ღირდა.
- ნავთობის ფასის კლების პარალელურად გასულ კვირას რუსეთის მთავრობა გაზარდა ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ს 0.5%-დან 1.7%-მდე.
Big Picture: ანალიტიკოსების ვარაუდით, ფასების ამგვარი დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის მთავრობა იძულებელი იქნება შეამციროს სოციალური ხარჯები, ან გაზარდოს გადასახადები.
- რუსული მედიის ცნობით, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს გეგმაზე, რომელიც საბიუჯეტო წესით გაწერილი ქვედა საფასო ათვლის დონის შემცირებას ითვალისწინებს - ამგვარად ზემოგებად, რომელიც დაბეგვრას დაექვემდებარება 60 დოლარის ნაცვლად 50 დოლარი ჩაითვლება.
Context: გასულ შაბათს გამართულ სხდომაზე ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების კარტელმა (OPEC) გლობალური მოპოვების კვოტა დღეში 411 ათასი ბარელით გაზარდა, რასაც სასაქონლო ბირჟებზე ნავთობის ფასის შესამჩნევი კლება მოჰყვა.
- ენერგომატარებლების (გაზი და ნავთობი) ექსპორტი რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების მესამედს უზრუნველჰყოფს.
- 23 აპრილს Reuters წერდა, რომ ფასების კლების ფონზე, ეკონომიკის სამინისტრომ მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 15%-ით შეამცირა.
Go Deeper: ნავთობის ფასი - ნაბიულინამ ტრამპის ტარიფებში ეკონომიკისთვის საფრთე დაინახა