საფრანგეთი წითელ ზღვაში ავიამზიდს გზავნის

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიამზიდ "შარლ დე გოლის" წითელ ზღვასა და ადენის ყურეში გაგზავნა გამოაცხადა, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენის მომავალი მისიისთვის მოსამზადებლად.

ვითარების არსი: საფრანგეთის თავდაცვის უწყების განცხადებას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. ავიამზიდი და მისი თანმხლები გემები ოთხშაბათს გაივლიან სუეცის არხს და წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილისკენ გაემართებიან.

  • ხომალდის გაგზავნა არის ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით დაგეგმილი უფრო ფართო მრავალეროვნული ინიციატივის ნაწილი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ისახავს მიზნად.

ჩაშლილად: ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომის დასაწყისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ავიამზიდი "შარლ დე გოლი" თავდაპირველად ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილსა და წითელ ზღვაში თავდაცვითი ღონისძიებისთვის გაგზავნა.

  • 4 მაისს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ოპერაცია "პროექტი თავისუფლება," რომლის მიზანია გემების გაცილება ჰორმუზის სრუტის გავლით.
  • მომდევნო დღეს კი ტრამპმა გამოაცხადა ოპერაციის დროებითი შეჩერება პაკისტანისა და სხვა სახელმწიფოების თხოვნით.

დიდი სურათი: 5 მაისს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკულმა ჯარებმა დაასრულეს ირანის წინააღმდეგ ომის აქტიური შეტევითი ფაზა და გადადიან ახალ ეტაპზე, ჰორმუზის სრუტის განბლოკვაზე.

  • პარალელურად, გრძელდება ამერიკული ფლოტის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა, რამაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.
  • ნავთობის ექსპორტის ჩაკეტვის გამო, ირანი დღეში 500 მილიონ დოლარს კარგავს.
  • ამჟამად ირანს 184 მილიონი ბარელი ნავთობი აქვს, რომელიც წყალში დგას. აქედან დაახლოებით 60 მილიონი ბარელი ფიზიკურად არის ჩაკეტილი ბლოკადის ზონაში სპარსეთისა და ომანის ყურეებში.
  • დანარჩენი 124 მილიონი ბარელი ჩინეთის მახლობლად დგას, თუმცა მყიდველებს აშშ-ის მეორადი სანქციების იმდენად ეშინიათ, რომ ნავთობს არ ყიდულობენ.

მსგავსი სიახლეები