საფრანგეთის 6 აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

საფრთხის შემცველი გზავნილის მიღების შემდეგ, საფრანგეთის ექვს აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, როგორც ამას სააგენო ფრანს პრესსი იტყობინება.
პოლიციის წარმომადგენლები ნიცის, ტულუზას, ნანტის, ლიონის, ლილისა და ბოვეს აეროპორტში შევიდნენ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები გადაამოწმეს.
ქალაქ ბოვეს აეროპორტი წარმომადგენლების განცხადებით, მუქარის შემცველი გზავნილი ანონიმური პირისგან მიიღეს. ეს აეროპორტი ქართველებისთვის კარგად ნაცნობია, რადგანაც ქუთაისიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება.
ევაკუაციისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ შესაბამისი პროცედურის ჩატარების მიზეზით, აეროპორტში არაერთი ფრენა გადაიდო.
ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, თუმცა, უმსხვერპლოდ ამ დროს მაინც არ ჩაუვლია.
რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ არასში, სკოლის მასწავლებელს რადიკალი ისლამისტი დაესხა თავს და დანით მოკლა. მოგვიანებით, პოლიციამ დამნაშავე ადგილზე მოკლა.