სანქციების ამოქმედების მოახლოების ფონზე რუსულ ნავთობის ფასი 3-წლიან მინიმუმზეა

გასულ კვირას რუსული გაგრძელდა ბარელი რუსული ნავთობის ფასი 36 დოლარამდე დაეცა, ბოლო თითქმის 3 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ სასაქონლო ბირჟების მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg ავრცელებს - ბაზარი ამგვარად ტრამპის მიერ რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედების ვადის მოახლოებაზე რეაგირებს. 

  • შავი ზღვის პორტებიდან რუსეთის მთავარი საექსპორტო მარკის URALS-ის ფასი 36 დოლარამდე დაეცა, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია. 

  • მკვეთრად გაიზარდა რუსული საექსპორტი მარკის დისკონტიც Brent-ის მარკის ნავთობთან შედარებით და 23 დოლარი შეადგინა. 

ჩაშლილად: ავტორების შეფასებით ამგვარად ბაზარი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სანქციებზე რეაგირებს, რომელიც 21 ნოემბერს ამოქმედდება. 

  • ამერიკის ხაზინამ გააფრთხილა კომპანიება ე.წ. მეორადი სანქციების შესახებ, თუ კი არ შეწყვეტენ ოპერაციებს რუსულ ნედლეულთან. 

კონტექსტი: რუსულ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად მას შემდეგ შემცირდა, რაც 22 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ქვეყნის 2 უმსხვილესი სანავთობო კომპანიის, როსნეფტისა და ლუკოილის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გამოაცხადა. 

სიღრმისეულად: რას ნიშნავს ტრამპის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რა (არ) შეუძლია მათ

მსგავსი სიახლეები