ტრამპი: მე 2-ვადიანი პრეზიდენტი ვიქნები, ეს ყოველთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა

დონალდ ტრამპის თქმით, არ აპირებს კენჭი იყაროს მესამე საპრეზიდენტო ვადით და მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს.
State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპი ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით მესამე ვადაზე კენჭისყრა აკრძალულია.
- "მე ვიქნები პრეზიდენტი 8 წლით, მე 2-ვადიანი პრეზიდენტი ვიქნები. ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა"-ამბობს ტრამპი.
- ამასთანავე პრეზიდენტის თქმით, მისი პოლიტიკური მოკავშირეები მას კვლავ ხშირად თხოვენ, რომ მესამე ვადითაც სცადოს ბედი.
- "მე რამდედანაც ვიცი, ეს (რედ. მესამე ვადით კენჭისყრა) აკრძალულია, არ ვიცი ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული თუ სხვა რამით, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამას შეუძლებელს ხდის"- თქვა ტრამპმა.
Big Picture: გასულ კვირებში ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ "არ ხუმრობს" მესამე ვადით კენჭისყრის გეგმებთან დაკავშირებით.
- შეერთებული შტატების კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიხედვით ერთ ადამიანს ეკრძალება 2 ვადაზე მეტით პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა. ამასთანავე შესწორებაში არ არის დაკონკრეტებული საუბარია მიყოლებით 2 ოთხწლიან ვადაზე თუ ჯამურად 2 ვადაზე.
Context: დონალდ ტრამპის მეორე ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, მიმდინარე წლის 24 იანვარს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ენდი ოგლსი გამოვიდა ინიციატივით შეეცვალეთ 22-ე შესწორება იმგვარად, რომ აკრძალული ყოფილიყო ზედიზედ 2 ოთხწლიან ვადის შემდეგ მესამე საპრეზიდენტო ვადა.
- ინიციატივის მიხედვით 1 ადამიანს მაქსიმუმ 3 საპრეზიდენტო ვადით შეეძლება კენჭისყრა.