ტრამპის თქმით, პუტინთან "ძალიან პროდუქტიულად" ისაუბრა, შეთანხმდნენ შეხვედრაზეც

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული უწოდა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს

  • ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრის მთავარი მიღწევა იყო, რომ მოხერხდა მაღალი დონის მრჩევლების ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმება მომდევნო კვირას. 

  • ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრამპის თქმით, დელეგაციას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უხელმძღვანელებს - ასევე უცნობია შეხვედრის ადგილი. 

  • "ამის შემდეგ პრეზიდენტ პუტინს წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე შევხვდები, ეს არის ბუდაპეშტი, რათა გავარკვიოთ შეგვიძლია თუ არა ამ უაზრო ომის დასრულება"- წერს დონალდ ტრამპი. 

კონტექსტი: პოსტის მიწურულს ტრამპი წერს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგებს და "კიდევ ბევრ რამეს" ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განიხილავს. 

  • ამავე პოსტში ტრამპი წერს, რომ პუტინმა მას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მიულოცა. 

  • "მიმაჩნია, რომ დღევანდელ საუბარში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ"- წერს ტრამპი. 

  • ეს მიმდინარე წელს დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის რიგით მეშვიდე სატელეფონო საუბარია. 

მსგავსი სიახლეები