ტრამპის თქმით, საუდის არაბეთს $1 ტრილიონის ინვესტიციის სანაცვლოდ ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საუდის არაბეთს მას შემდეგ ეწვევა, რაც ქვეყანა დათანხმდება 1 ტრილიონი დოლარის დახარჯვას ამერიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა საქონლის შესაძენად.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა თავი აარიდა კითხვებზე პასუხის გაცემას იმის შესახებ, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში საუდის არაბეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, მაგრამ თქვა, რომ ის ქვეყანას მას შემდეგ ეწვევა, რაც მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
მან აღნიშნა, რომ მისი წინა ვიზიტისას საუდის არაბეთში 450 მილიარდი დოლარის შეთახნმებას მიაღწია. ამჯერად ტრამპმა ახალი მოთხოვნა წამოაყენა - 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ოთხი წლის განმავლობაში.
"ბოლო დროს, როცა საუდის არაბეთში წავედი, მათ 450 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადეს... ახლა ისინი უფრო მდიდრები არიან და ჩვენ ყველანი მოხუცები ვართ. ასე რომ, მე ვუთხარი: 'მე ჩამოვალ, თუ ტრილიონ დოლარს გადაიხდით' - 1 ტრილიონი დოლარი ამერიკულ კომპანიებს ოთხი წლის განმავლობაში. და ისინი დათანხმდნენ, ამიტომ მე ვაპირებ იქ წასვლას." - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პირველი უცხოური ვიზიტი როგორც წესი ბრიტანეთშია, მაგრამ მან გადაწყვიტა შეცვალოს ეს ტრადიცია ფინანსური სარგებლის გამო, რაც შეიძლება საუდის არაბეთში ჩასვლამ მოიტანოს.