თურქეთმა რუსული გაზის შესყიდვის კონტრაქტები ერთი წლით გააგრძელა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქთარმა განაცხადა, რომ თურქეთმა ერთი წლით გააგრძელა რუსულ გაზზე კონტრაქტები, რომელთა ვადაც 2025 წლის ბოლოს იწურება - საერთო მოცულობით 22 მილიარდი კუბური მეტრი.

ვითარების არსი: ანკარამ, რომელიც რჩება რუსული გაზის ბოლო მსხვილ იმპორტიორად ევროპაში, პარალელურად რამდენიმე გრძელვადიანი შეთანხმებება გააფორმა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვაზე.

  • თურქეთი თხვად გაზს ძირითადად აშშ-სგან შეისყიდის.
  • "გაზის "გაზპრომისგან" შესყიდვა მომავალ წელს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვართ უფრო მოკლე პერსპექტივაზე – დაახლოებით ერთ წელზე," – დაამატა ბაირაქთარმა.
  • მისი თქმით, თურქეთი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანიდან 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტის შესახებ, რომლის ვადაც 2026 წლის ივლისში იწურება.
  • გარდა ამისა, განიხილება ირანის გავლით შემომავალი თურქმენული გაზის მოცულობის გაზრდა.

ჩაშლილად: ბაირაქთარმა განაცხადა, რომ თურქეთი გეგმავს ინვესტირებას შეერთებულ შტატებში გაზის მოპოვებაში, რათა დააზღვიოს 15 წლის განმავლობაში აშშ-დან 1500 პარტიამდე LNG-ის შესყიდვის ვალდებულება.

  • "ჩვენი პოზიციის დაზღვევისა და სრული ჯაჭვის შესაქმნელად, განვიხილავთ ამერიკულ ბაზარზე წარმოების ჯაჭვის უფრო ზედა სეგმენტებში ინვესტირების შესაძლებლობას," – თქვა მან.
  • ენერგეტიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის სახელმწიფო კომპანია TPAO მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკულ ენერგეტიკულ გიგანტებთან, მათ შორის Chevron-თან და Exxon-თან და შეთანხმება შეიძლება უკვე იანვარში გაფორმდეს. 

კონტექსტი: თურქეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (EPDK) ცნობით, თურქეთის ბუნებრივი აირის მოხმარებისა და იმპორტის სტრუქტურა 2023 წელს ასეთი იყო:

  • იმპორტის საერთო მოცულობა: 50.48 მილიარდი კუბური მეტრი.
  • გაზის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია - 21.34 მილიარდი კუბური მეტრი (საერთო იმპორტის 42.27%), მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 10.25 მილიარდი კუბური მეტრი (იმპორტის 20.32%), მას მოსდევს ალჟირი - 5.98 მილიარდი კუბური მეტრი (11.86%), ირანი - 5.4 მილიარდი (10.71%), აშშ - 4 მილიარდი (7.95%) და სხვა ქვეყნები მცირე რაოდენობის ბუნებრივი აირით.

მსგავსი სიახლეები