უკრაინა და პოლონეთი ტექნიკის შესაკეთებლად და წვრთნებისთვის სპეციალურ ცენტრს შექმნიან

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შორის გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო ტექნიკის შეკეთებისა და სამხედროების მომზადებისთვის სპეციალური ცეენტრის შექმნის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ მორავიეცკიმ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრის მუშაობაში მონაწილეობას გერმანია და ნიდერლანდებიც გეგმავენ.

"დღეს ჩვენს გერმანელ, ჰოლანდიელ და უკრაინელ პარტნიორებთან ვისაუბრეთ სპეციალური ცენტრის შექმნაზე, სადაც სამხედრო ტექნიკა შეკეთდება და უკრაინელი სამხედროების წვრთნები ჩატარდება. ჩვენ ავაშენებთ ისეთ ცენტრს, სადაც პოლონური კომპანიებიც შეაკეთებენ სამხედრო ტექნიკას, ამით გამოიმუშავებენ ფულს, რათა ყველა იყოს ამ თანამშრომლობაში ჩართული", - ციტირებს მორავიეცკის სიტყვებს Интерфакс-Украина.

გაზაფხულზე უკრაინა მათ საწარმოებში დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაზე ჩეხეთთან, ბულგარეთთან და სლოვაკეთთან შეთანხმდა. იმ დროს ეს შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა ტექნიკას ეხებოდა. 

მსგავსი სიახლეები