უკრაინამ რუსეთის 21 სანავთობო ობიექტი დაბომბა, წარმოება 2009 წლის დონემდე დაეცა
მიმდინარე თვეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები ჯამურად რუსეთის 21 სანავთობო ობიექტზე მიიტანეს, რის შედეგადაც ნავთობპროდუქტების წარმოების დონე 2009 წლის მაჩვენებლამდე დაეცა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
- მასალის მიხედვით სულ საჰაერო დარტყმები განხორციელდა რუსეთის 9 ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე.
- შედეგად ნავთობპროდუქტების წარმოების დონე რუსეთში დღეში 4.6 მილიონ ბარელამდე დაეცა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ჩაშლილად: ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გადამუშავების ტემპების დაცემა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არამხოლოდ შიდა ბაზარზე, მით უფრო, მოთხოვნის პიკის სეზონში, არამედ გლობალურ ბაზრებზეც, რადგანაც რუსეთის დიზელის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.
- ამასთანავე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ჯამურად რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა აპრილში გაიზარდა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ უკრაინამ შეამცირა რუსულ პორტებზე თავდასხმები.
- "ეს შესაძლოა მოკლევადიანი ზრდა იყოს, რადგანაც უკრაინამ უახლოეს მომავალში შესაძლოა განაახლოს ინტენსიური დარტყმების რუსეთის საპორტო ინფრასტრუქტურაზე"- ნათქვამია პუბლიკაციაში.