ქვეყანაში გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქციების, საგარეო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ანტი-კორუფციული უწყებების საქმიანობის შესახებ ახალი კანონი დააანონსა.
მოწინააღმდეგეების თქმით, კანონი პრაქტიკულად ანადგურებს უწყებების დამოუკიდებლობას და პრეზიდენტის მიერ დანიშნული გენერალურ პროკურორის დაქვემდებარებაში გადაჰყავს - თავის მხრივ, პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ უწყბები გააგრძელებენ საქმიანობას, "ოღონდ რუსული გავლენის გარეშე."