მოსადის შეფი ფიქრობს, რომ ირანის რეჟიმის დამხობა მიღწევადია - Сhanel 12

ისრაელის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის შეფასებით დასახული სამხედრო მიზნების შესრულების შემთხვევაში, ირანის რეჟიმის ჩამოშლა მიღწევადი ამოცანაა.

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის 12-ე არხი ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, ეს შეფასება დევიდ ბარნეამ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე გამართულ დახურულ დისკუსიების დროს წარუდგინა პრემიერ-მინისტრს. 

  • მოსადის შეფასებით, რეჟიმის დამხობა შესაძლებელი იქნებოდა დასახული სამხედრო გეგმების შესრულების შემთხვევაში, კერძოდ: უპირველესად სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რეპრესიული აპარატისთვის ძირის გამოთხრა. 

  • ისრაელის საგარეო დაზვერვაში ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში რეჟიმის დესტაბილიზაცია და პოლიტიკური ცვლილებები შესაძლებელი გახდება.

დიდი სურათი: ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, ბარნეა ირწმუნებოდა, რომ რეჟიმის დესტაბილიზაციის შემთხვევაში მოსადი და СIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) "დადებენ შედეგს."

  • ბარნეა გულისხმობდა ირანში მასობრივი საპროტესტო მოძრაობის დაწყებას, რომლის მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური ცვლილებები იქნებოდა. 

კონტექსტი: 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე ბიბი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ამოცანებს შორისს, ირანის ბალისტიკური და ბირთვული პროგრამის განადგურების გარდა, არის "ირანელი ხალხისთვის ცვლილებების შესაძლებლობების შექმნა." 

  • ნეთანიჰუს თქმით, უკვე მიყენებული ზიანის შედეგად ირანს აღარ ძალუძს ურანის გამდიდრება და ბალისტიკური რაკეტების წარმოება - "ჩვენ მათ გავაცამტვერებთ." 

  • ისრაელის პრემიერის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები - "ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით ისარგებლებს თუ არა ირანელი ხალხი შესაძლებლობით, რომელსაც ჩვენ ვუქმნით. ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული." 

მსგავსი სიახლეები