ტრამპი ზელენსკის მოუწოდებდა მიეღო პუტინის წინადადება ან დალოდებოდა განადგურებას

მიუხედავად ამისა, უკრაინელებმა შეძლეს ტრამპის გადარწმუნება მხარი დაეჭირა კონფლიქტის არსებულ ფრონტის ხაზებზე გაყინვას - მოგვიანებით მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ამერიკელმა პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტშიც.

FT: ვენესუელის ირგვლივ სამხედრო კონცენტრაციის მიზანი მადუროს დამხობაა

წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი მადუროსა და რეჟიმის სხვა საკვანძო ფიგურების მოშორებაა - სასურველია ნებაყოფლობით გადადგომით ან ქვეყნის დატოვებით - თუმცა არ არის გამორიცხული მისი დაპატიმრება ან ლიკვიდაცია.

The Telegraph: ჩინეთმა ცენტრალურ აზიაში რუსეთის "უკანა ეზო" სრულად დაიკავა

მასალის ავტორების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ჩინეთთან ვაჭრობის მოცულობის ზრდის ტემპი უფრო დაჩქარდა - სანამ რუსეთი გადართული იყო სხვა პრიორიტეტებზე, პეკინმა სწრაფად შეავსო ვაკუუმი და რეგიონის ქვეყნებთან ახალ შეთანხმებებს აფორმებს, როგორც რესურსების მიწოდების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.

პუტინმა ტრამპს მთლიანი დონეცკი მოთხოვა, სანაცვლოდ კი 2 ოლქის ნაწილი შესთავაზა

გაზეთის წყაროებით ბოლო სატელეფონო საუბარში პუტინის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები ოდნავ ნაკლებად ამბიციურია, ვიდრე მის მიერ ალასკაში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხივე ოლქიდან მოითხოვა უკრაინული არმიის გაყვანა.

უარი ტომაჰავკებზე და დაძაბული შეხვედრა - როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა აშშ-ში

დასავლური მედიები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და უკრაინული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკელი პრეზიდენტის შეცვლილი განწყობა.

ალასკაში გამართულ შეხვედრაზე ტრამპი პუტინის ისტორიულმა ლექციამ გააღიზიანა

ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს - წყაროების შეფასებით, პუტინის ისტორიულმა წიაღვსლამ ტრამპი გააღიზიანა და სწორედ ეს გახდა შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი საქმიანი სადილის გაუქმების მიზეზი.

კაია კალასის მოხსენება საქართველოზე EU-ის მინისტრების წინაშე და მსჯელობა სანქციებზე

20 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე საქართველოს პოლიტიკური ვითარების განხილვას გეგმავენ

ტრამპის თქმით, პუტინთან "ძალიან პროდუქტიულად" ისაუბრა, შეთანხმდნენ შეხვედრაზეც

"ამის შემდეგ პრეზიდენტ პუტინს წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე შევხვდები, ეს არის ბუდაპეშტი, რათა გავარკვიოთ შეგვიძლია თუ არა ამ უაზრო ომის დასრულება"- წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპი ადასტურებს СIA-სთვის მიცემულ ნებართვას ვენესუელაში ფარული ოპერაციების შესახებ

ტრამპმა არ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - აქვს თუ არა CIA-ის ნიკოლას მადუროს განეიტრალების (Take Out) ნებართვა.

Axios: ზელენსკისთან შეხვედრამდე ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს

სავარაუდოა, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი მომდევნო საათებში გაიმართება - თეთრი სახლი აღნიშნულ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ ავრცელებს.