მასალის ავტორების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ჩინეთთან ვაჭრობის მოცულობის ზრდის ტემპი უფრო დაჩქარდა - სანამ რუსეთი გადართული იყო სხვა პრიორიტეტებზე, პეკინმა სწრაფად შეავსო ვაკუუმი და რეგიონის ქვეყნებთან ახალ შეთანხმებებს აფორმებს, როგორც რესურსების მიწოდების, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.