WSJ: გასულ დღეებში საპროტესტო აქციების მასშტაბი ირანში მკვეთრად შემცირდა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ საპროტესტო აქციების უსასტიკესი დაშლის ფონზე გასულ დღეებში ირანში საპროტესტო აქციების მასშტაბი მკვეთრად შემცირდა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ Wall Street Journal ირანულ აქტივისტურ ორგანიზაციებზე დაყრდნობით ავრცელებს

  • წყაროს ცნობით, ირანში გასული 2 დღის განმავლობაში პრაქტიკულად არცერთი საპროტესტო აქცია არ გამართულა - ამასთანავე ისინი განმარტავენ, რომ რთულია ამის შესახებ მტკიცებით ფორმაში საუბარი, რადგანაც ქვეყანაში პრაქტიკულად სრული სატელეფონო და ინტერნეტ ბლოკადა მოქმედებს. 

  • ამავე ჯგუფის ინფორმაციით, ამ დროისთვის დადასტურია სულ ცოტა 2 600 დემონსტრანტის მკვლელობა, დაპატიმრებულთა რიცხვი კი 16 ათასს აღემატება. 

ჩაშლილად: "მიზეზი მარტივია, რეჟიმმა სისხლის კალო მოაწყო, აღნიშნული საპროტესტო აქციების მიმართ გამოვლენილი სისასტიკე უპრეცედენტოა. ამ ყველაფერს ადამიანებზე დამთრგუნველი ეფექტი აქვს"- ამბობს გაზეთთან საუბარში, ალი ვაეზი, საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ირანის ექსპერტი. 

  • ამასთანავე მისი თქმით, გასული დღეების სიმშვიდე დროებითი და მოჩვენებითია - "იმ შემთხვევაშიც თუ პირველი რაუნდი დასრულდა, მეორე მალევე დაიწყება იმიტომ, რომ რეჟიმს არ უპასუხოს მოსახლეობის ლეგიტიმურ წუხილებს."

კონტექსტი: ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაიწყო - გასულ წელს ეროვნული ვალუტა 84%-ით გაუფასურდა, ხოლო საკვებზე ფასების ზრდამ 72%-ს გადააჭარბა. 

  • საპროტესტო გამოსვლები, რომელთა ინიციატორებიც ბაზრის მოვაჭრეები იყვნენ, მალევე მოედო ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებს და ქვეყნის 31-ვე პროვინციაში მიმდინარეობდა. 

  • პროტესტების დაწყებიდან გამართულ ერთადერთ საჯარო აქტივობაში, ისლამური რესპუბლიკის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ დემონსტრანტებს უცხოეთის აგენტები უწოდა და მათ დონალდ ტრამპის საამებელ მოქმედებებში დასდო ბრალი. 

  • მსოფლიო ასევე ელოდება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო თუ არაკინეტიკურ მოქმედებებთან დაკავშირებით - ამერიკელმა პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა დემონსტრანტებს და მოგვიანებით მათ პროტესტის გაგრძელებისკენაც მოუწოდა. 

  • ტრამპი ამბობდა, რომ ჩაერეოდა იმ შემთხვევაში თუ რეჟიმი დემონსტრანტების მკვლელობას გააგრძელდება და ამბობდა, რომ დახმარება უკვე გზაშია. 

  • 14 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ცნობებით, ირანში მკვლელობები შეწყდა, თუმცა არ მაინც არ გამორიცხა სადამსჯელო ზომების გატარება. 

მსგავსი სიახლეები