მერცი: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და იყოს თავისუფალი ბლოკების არჩევანში

ამავე სიტყვაში გერმანიის კანცლერობის მთავარმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

გასულ კვირებში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპის ზრდა შეწყდა

ეს შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით იყოს განპირობებული, მათ შორის იმით, რომ ამ დროისთვის საოკუპაციო არმია 2 მსხვილი ქალაქის ალყაში მოქცევაზეა კონცენტრირებული.

BND: ნატოს გამოსაცდელად რუსეთი ესტონეთში მწვანე კაცუნების გაგზავნას განიხილავს

ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსმა ბრუნო კალმა Table Media-ს პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა. კალის თქმით, კრემლში არამხოლოდ განიხილავენ ასეთ ოპერაციას, არამედ აქტიური მზადებაც მიმდინარეობს - ამასთანვე BND-ს შეფი არ აკონკრეტებს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მოქმედებები.

რუბიო: ტრამპი არ გაეხვევა პუტინის უსასრულო მოლაპარაკებების მახეში

"თუ კი ჩვენ გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ რუსეთის არმიამ ახალი მასშტაბური იერიში წამოიწყო, ეს საკმაოდ მკაფიო სიგნალი იქნება, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულები მშვიდობით."

აშშ-ს და უკრაინის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში - რა უნდა ვიცოდეთ

ეს 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარი სკანდალური შეხვედრის შემდეგ 2 ქვეყნის დელეგაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება