სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება - ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიზი

ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოკუპანტები შეეცდებიან, სევეროდონეცკის მცველებს უკრაინული არმიის ლოჯისტიკურ ხაზებთან წვდომა გადაუჭრან

ბრიტანეთი: რუსეთს დონბასში წარმატებული იერიშისთვის მდინარის გადალახვა სჭირდება, მაგრამ არ გამოსდის

რუსეთის არმიას მდინარე სივერსკი დონეცის 90 კილომეტრიანი მონაკვეთისთვის გვერდის ავლა ან მასზე ფორსირებულად გადასვლა მოუწევს, რასაც აქამდე უკრაინული წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს

ჰაიდაი: ოკუპანტები სევეროდონეცკის 70 %-ს აკონტროლებენ

რუსების მიერ გამუდმებული დაბომბვის ფონზე მშვიდობიანების მასობრივი ევაკუაცია ვერ ხერხდება, ამბობს ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავი, 298 დაღუპული და დეზინფორმაციის რუსული კამპანია

2014 წლის 17 ივლისს დონბასში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას 298 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული პროპაგანდის მცდელობა, ჩამორეცხოს ბრალი კრემლსა და მის მარიონეტებს, მისი ანატომიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოაშკარავებაა.

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა იზიუმის სამხრეთით იერიში გააძლიერა

რუსებმა იზიუმიდან დონეცკზე ფრონტის გაჭრა აპრილში სცადეს, თუმცა უკრაინული წინააღმდეგობის გამო მათი წინსვლა შეფერხდა

კრემლის მაღალჩინოსანი ოკუპირებულ ხერსონსა და მელიტოპოლში ჩავიდა

ერთი თვის წინ სერგეი კირიენკო, რომელსაც პუტინმა ოკუპირებული დონბასის კურატორობა ჩააბარა, მარიუპოლში იმყოფებოდა

პოდოლიაკი: უკრაინა ამერიკულ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად არ გამოიყენებს

ვაშინგტონი მოითხოვს, რომ კიევმა ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS-ი რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტების დასაბომბად არ გამოიყენოს

რუსეთი ჩინეთს ეკონომიკურ დახმარებას სთხოვს, მაგრამ პეკინი სანქციებს უფრთხის - WaPo

"ჩინეთი ყოველთვის ჩინელი ხალხის საუკეთესო ინტერესებით იხელმძღვანელებს“, - ამბობს გამოცემის წყარო პეკინიდან