FT: კანონის ამოქმედების შემთხვევაში EU საქართველოს გაწევრების პროცესს შეაჩერებს

საქართველოში ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესის შესაჩერებლად ემზადება. 

ამის შესახებ Financial Times ევროკავშირის ხელმძღვანელობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

გამოცემის წყაროს ცნობით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა. 

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცი... ეს პროცესსს შეაჩერებს. საქართველოს მთავრობამ იცის რა დევს ფსონად",- ამბობს გამოცემის წყარო. 

ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკომისია არ გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. 

სტატიაში ასევე ციტირებული საქართველოში ვიზიტით მყოფი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები. 

კონტექსტი 

საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მესამე მოსმენით მიღებას ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგან საკმაოდ მკაცრი რეაქცია მოჰყვა. 

თეთრ სახლი პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატები იძულებულები იქნებიან გადახედონ ორმხრივ პარტნიორულ ურთიერთობებს საქართველოსთან. 

კანონში არსებითი ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო' ბრაიენმა. 

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დააწესებენ ფინანსურ სანქციებს, სამოგზაურო შეზღუდვებს და შესაძლოა შეწყდეს პირდაპირი ფინანსური დახმარებაც.

მსგავსი სიახლეები