რუსული რაკეტების მოდერნიზაციის შედეგად უკრაინული Patriot-ის ეფექტურობა მცირდება

რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მოდერნიზაციის შედეგად, მკვეთრად შემცირდა უკრაინის განკარგულებაში არსებული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურობა. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ სიტუაციაში გაცნობიერებულ წყაროებსა და რუსეთის სარაკეტო დარტყმების სტატისტიკის ანალიზზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, რუსეთი იყენებს Iskander-M-ის მობილური ბალისტიკური სარაკეტო სისტემებისა და Kinzhal-ის ტიპის საჰაერო ბაზირების აერობალისტიკური რაკეტების მოდერნიზებულ ვერსიებს - ორივე რაკეტის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 500 კილომეტრია. 
  • უკრაინელი სამხედროების ცნობით, მოდერნიზებული რაკეტები ფრენის ძირითად ეტაპზე ჩვეულ ტრაექტორიას ინარჩუნებენ, თუმცა ფინალურ ფაზაში ისინი მკვეთრ პიკირებასა და მანევრირებას იწყებენ, რაც საჰაერო თავდაცვის სისტემებს აბნევს.“

     

ჩაშლილად: ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ეს შესაძლოა კონფლიქტის „გარდამტეხ მომენტად“ იქცეს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ უკრაინას საზენიტო რაკეტების დეფიციტიც აწუხებს.

 

  • აგვისტოს მონაცემებით, რუსეთის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი საგრძნობლად იყო გაზრდილი და 37%-ს შეადგენდა, თუმცა სექტემბრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 6 პროცენტამდე შემცირდა.

     

  • Financial Times-ის წყაროების ცნობით, ზაფხულის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა და მუშაობა დროებით შეაჩერა კიევსა და მის შემოგარენში მდებარე დრონების მინიმუმ ოთხმა საწარმომ.

     

კონტექსტი: უკრაინის განკარგულებაში არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება მხოლოდ ამერიკული წარმოების PATRIOT-ს შეუძლია. 

 

მსგავსი სიახლეები