რუსული რაკეტების შემქმნელი ჩინეთისთვის საიდუმლოს გადაცემის გამო დააპატიმრეს

თეორიული და გამოყენებითი მექანიკი ინსტიტუტის დირექტორი (ИТПМ) ალექსანდრ შიპლიუკი ჩინეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის გამო დააპატიმრეს.  აღნიშნული ინსტიტუტი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის (РАН) ციმბირის ფილილია, რომელიც საბჭოთა დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ტიპის, მათ შორის რაკეტების შექმნაზეა ორიენტირებული. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, რუსმა მეცნიერმა საიდუმლო მასალები ჩინურ მხარეს 2017 წელს პეკინში მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციის დროს გადასცა. 

ამასთანავე თავად დაპატიმრებული მეცნიერი ადასტურებს დოკუმენტების გადაცემის ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ იქ საიდუმლო არაფერი ყოფილა და მის მიერ გადაცემული ცნობები ინტერნეტში მოიპოვებოდა. 

ჩინეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი რუსი მეცნიერის, დმიტრი კოკლერის საქმიდან ცნობილია, რომ ქვეყნიდან გასვლამდე მეცნიერები საკუთარ მასალებს წინასწარ ექსპერტიზაზე გზავნიან, რომლის მიზანია დაადგინოს შეიცავს თუ მასალა სახელმწიფო საიდუმლოებას. 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უპასუხოდ დატოვა Reuters-ის კითხვები. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რომ განვითარებულ ამბებში ვერავითარ ტენდენციას ვერ ამჩვენს. 

"ჩვენი შესაბამისი სპეცსამსახურები ასრულებენ თავიან ფუნქციას, ისინი უფრთხილდებიან საიდუმლო საიდუმლოებას და აკონტროლებენ ვითარებას, როდესაც საუბარი შეიძლება იყოს სახელმწიფო ღალატზე",- განაცხადა პესკოვმა. 

თავის მხრივ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები კონფრონტაციის უარყოფასა და თანამშრომლობაზეა აგებული. 

კონტექსტი 

ამ დროისთვის, შიპლიუკის გარდა პატიმრობაში იმყოფება ამავე ინსტიტუტის კიდევ 2 მეცნიერ-თანამშრომელი: ვალერი ზვეგინცევი და ანატოლი მასლოვი. ორივე მათგანს ბრალი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. 

სამივე დაკავებული ზებგერითი რაკეტების ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ. ალექსანდრ შიპლიუკის ბოლო სამეცნიერო პუბლიკაცები ამგვარი რაკეტების დამცავი საფარის საკითხებს ეხებოდა. 

რუსეთის არმიის განკარგულებაში სულ 2 ზებგერითი რაკეტაა: Кинжал და Циркон. უკანასკნელი რუსეთის არმიის შეიარაღაბაში მიმდინარე წელს შევიდა. 

უკვე მაისში უკრაინამ წარმატებით დაიწყო Кинжал-ის ტიპის ზებგერითი რაკეტების განეიტრალება. ამ დროისთვის ცნობილია 7 განადგურებული რაკეტის შესახებ, რომელზეც ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ მათი ჩამოგდება შეუძლებელია. 

მსგავსი სიახლეები