ვალერი ზალუჟნის თანაშემწე კიევთან სახლში ყუმბარისას აფეთქებისას დაიღუპა

კიევის შემოგარენში მდებარე სოფელ ჩაიკიში ყუმბარის აფეთქებისას საკუთარ სახლში დაიღუპა ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, მაიორი გენადი ჩესტიაკოვი. 

ჩესტიაკოვის გარდაცვალება უკვე დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის ცნობით, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაიჭრა ჩესტიაკოვის 13 წლის ვაჟიც, რომელიც უკვე ჰოსპიტალიზებულია. წყაროს ცნობით, გარდაცვლილის ბინის დათვალიერებისას კიდევ 5 აუფეთქებელი ყუმბარა აღმოაჩინა. 

"ენით აღუწერელი ტკივილი და დიდი დანაკარგი უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და პირადად ჩემთვის",- ნათქვამია ვალერი ზალუჟნის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ შეტყობინებაში. 

ЗСУ-ს მთავსარდალი ამბობს, რომ ჩესტიაკოვი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა - "ერთ-ერთი საჩუქარში ამუშავდა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა. გენადის დარჩა ცოლი და 4 შვილი. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებს."

ზალუჟნის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან ჩესტიაკოვი მისი საიმედო თანაშემწე იყო და მთელი ცხოვრება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიუძღვნა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამბობს, რომ მომხდარის მიზეზები წინა სასამართლო გამოძიების ფარგლებში დადგინდება. 

მსგავსი სიახლეები