WSJ: კასპიის ზღვის გავლით ირანმა რუსეთს 300 ათასი საარტილერიო ჭურვი გადასცა

კასპიის ზღვის გავლით რუსეთი ირანისგან დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებს და სხვა შეიარაღებას იღებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს

გამოცემის ცნობით, გასული 6 თვის განმავლობაში რუსეთმა ირანისგან 300 ათასი საარტილერიო ჭურვი და 1 მილიონზე მეტი ამუნიცია მიიღო. შეიარაღების ბოლო მსგავსი ტრანსპორტირება მარტის დასაწყისში მოხდა - სათვალთვალო მოწყობილობების მონაცემებით, რუსეთის კუთვნილმა სატვირთო გემმა, რასულ ჰამზატოვმა ბანდარის პორტი 8 მარტს დატოვა. 

არსებული ინფორმაციით, გემს გადაჰქონდა დაახლოებით 1 000 კონტეინერი, რომლებიც 2 000-მდე საარტილერიო ჭურვი იყო განთავსებული. საზღვაო ტრანსპორტის მონიტორინგის სერვისების მონაცემებით, იმავე გემი ირანულ პორტში მარტის ბოლოსაც შევიდა და 1 დღის შემდეგ კვლავ რუსეთში, ასტრახანის პორტში დაბრუნდა. 

გემს რუსული კომპანია MG-Flot ფლოტს, რომელსაც გასულ წელს აშშ-ს ხაზინამ სანქციები დაუწესა, რადგანაც მათი ფლოტის გემები პერიოდულად შეიარაღების გადაზიდვაში იყვნენ ჩართულნი.

კონტექსტი 

უკრაინაში განცდილი მარცხების შემდეგ, გასული წლის ზაფხულში რუსეთის ფედერაციამ დახმარებისთვის სწორედ ირანს მიმართა. თავდაპირველად აქცენტი ირანული წარმოების კამიკაძე დრონებზე კეთდებოდა, რომელიც რუსეთმა დიდი რაოდენობით შეიძინა. 

ირანული დრონები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენობდა. მოგვიანებით, ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და უკვე 2022 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანისგან 74 ათასი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. 

თავის მხრივ ამერიკული წყაროები ღიად ამბობენ, რომ რუსეთის და ირანის მზარდი თანამშრომლობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის. 

აშშ აქტიურად ცდილობს ხელი შეუშალოს შეიარაღების გადაცემას ირანიდან რუსეთისთვის - წყაროების ცნობით, საწყის თვეებში ამ მიზნებისთვის ირანი ძირითადად კუთვნილ სატვირთო თვითმფრინავებს იყენებდა, რაც თითქმის შეუძლებელს ხდიდა აშშ-ს ეფექტურ ჩარევას. 

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაჰრეინში ბაზირებული აშშ-ს მეხუთე ფლოტის მეთაური, ბრედ კუპერი დაუანონსებელი ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა. გაზეთის ცნობით, ვიდე-ადმირალის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ირანიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი საზღვაო გადაზიდვების შეჩერება იყო. 

დასავალური მედიების ცნობით, რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობა ორმხრივ ხასიათს ატარებს და დრონებისა და საარტილერიო ჭურვების სანაცვლოდ ირანი რუსეთისგან მეხუთე თაობის CУ-35-ის ტიპის გამანადგურებლებს მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები