ზელენსკი: ნატოში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს

 

უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისზე ისაუბრა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ნატოში გაწევრიანების კურსზე საკონსტიტუციო ჩანაწერამდე ქვეყანაში ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდებოდა. 

"მე ზოგადად მიმაჩნია, რომ ასეთი საკითხები რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს, ასეთი საკითხები ხალხმა პირდაპირი წესით უნდა გადაწყვიტოს და მხოლოდ ამის შემდეგ შევიტანოთ კონსტიტუციაში, მაგრამ ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც ვართ",- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულ კანონთან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს უშუალოდ ნატოს ქვეყნებშიც:

"ეს ნამდვილად უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია თუ სად გვინდა ყოფნა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინელ ხალხზე არაა დამოკიდებული როდის შევალთ ნატოში."- ამბობს ზელენსკი. 
_______________________________________________

დონბასში ბოევიკების მასირებული არტილერიული შეტევები გრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და გამოიჩინონ სიფრთხილე. 

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ შასტიეს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

"ქალაქ შასტიესთან ახლოს დილით განხორციელდა არტილერიული დაბომბვა. დაბომბვის არეალში მოხვდა სოფელი ძველი აიდარი და ლობაჩევო. დაბომბვების განმეორების რისკი მაღალია."- წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქალაქ შასტიეს შემოგარანის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე რუსმა ბოევიკებმა დაბომბეს ლუჰანსკის ერთ-ერთი სადგური. დაბომბვის შედეგად ჭურვი მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ბოევიკებმა რამდენიმეჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. 

მსგავსი სიახლეები