პენტაგონი: რუსეთს უკრაინასთან სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საკმარისი ძალები ჰყავს

საზღავრთან მობილიზებული ცოცხალი ძალის რაოდენობა და შეიარაღების ტიპი რუსეთს აძლევს საშუალებას შევიდეს უკრაინის ნებისმიერ წერტილში

პუტინი: დასავლეთმა რუსეთის მთავარ წუხილებს არ უპასუხა

მაკრონთან სატელეფონო საუბარში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე „ყურადღებით შეისწავლის“ კრემლის მოთხოვნებზე ამერიკის და ნატოს წერილობით პასუხებს

ბაიდენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად შავკანიან ქალს წარადგენს

სტივენ ბრეიერმა პენსიაზე გასვლის შესახებ 27 იანვარს განაცხადა, რაც დემოკრატებს მისი შემცვლელის დანიშვნის შესაძლებლობას მისცემს

სსფ-მა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4 %-მდე შეამცირა

ომიკრონის გავრცელება, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა და საქონლის მიწოდების ქსელის შეფერხება წელს ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუშლის

ტაივანის საჰაერო ზონა 39-მა ჩინურმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა

ინციდენტამდე ერთი დღით ადრე ფილიპინების ზღვაში აშშ-ს და იაპონიის საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობდა.

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალების განთავსებას აპირებს

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ესკალაციის ფონზე ნატოს წევრი ქვეყნები კრემლის შეკავების უფრო აქტიურ ზომებს განიხილავენ, ვიდრე სანქციების დაწესებაა