კატარის ემირი თეთრ სახლს ეწვევა

 

31 იანვარს თეთრ სახლს კატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ას-სანი ეწვევა. ინფორმაციას გამოცემა Axios-ავრცელებს.

ბუნებრივი აირით მდიდარი სპარსეთის ყურის ქვეყნის ლიდერის ვიზიტს ევროპაში გაზის კრიზისს უკავშირებენ.

უკრაინის საზღვრებთან მასშტაბური რუსული სამხედრო ესკალაციის ფონზე დასავლეთი კრემლის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს.

ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება სანქციების კოორდინირების საკითხში შესაძლოა პრობლემური აღმოჩნდეს.

ამჟამად ბუნებრივი აირის 40 %-ს ევროკავშირი რუსეთიდან იღებს.

სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, ბაიდენს სურს, რომ ევროპას ენერგომომარაგების ალტერნატიული წყაროები შესთავაზოს.

რუსეთიდან გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში, აშშ კატართან და სხვა ექსპორტიორ ქვეყნებთან ევროპის გათხევადებული ბუნებრივი აირით (LNG) მომარაგებას განიხილავს.

ენერგეტიკის გარდა, სავარაუდოდ ორი ქვეყნის ლიდერი ავღანეთში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს.

კატარი ავღანეთში, რომელსაც გასული წლის აგვისტოდან თალიბანი მართავს, ამერიკული მხარის არაოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას ითავსებს.

მსგავსი სიახლეები