Axios: ისრაელისა და თანაშემწეების პოზიციის გამო ტრამპმა გადადო დარტყმები ირანზე
შიდა დისკუსიებისა და ახლო რეგიონულ პარტნიორებთან მიმდინარე კონსულტაციების გამო დონალდ ტრამპმა გადადო საბოლოო გადაწყვეტილებაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - წყაროების ცნობით, დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ თუ რამდენად დროული იქნება ასეთი ნაბიჯი და იქნება თუ არა ეს საკმარისი ხამენეის რეჟიმის საფუძვლიანი დესტაბილიზაციისთვის.
- ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების შესახებ გარკვეული ასპექტები წამოჭრმა ისრაელის მთავრობამ - წყაროს ცნობით, 14 იანვარს გამართულ სატელეფონო საუბარში ბიბი ნეთანიაჰუმ ტრამპს სთხოვა მეტი დრო მიეცა ირანის მხრიდან მოსალოდნელი საპასუხო ზომებისთვის მოსამზადებლად.
- ამასთანავე, ნეთანიაჰუს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ აშშ-ს მიერ განხილული სამხედრო მოქმედებების ოფციები არ იქნება საკმარისი ისლამური რეჟიმის საფუძვლიანი დესტაბილიზაციისთვის.
დაეწიე ამბავს: ტრამპმა ღიად დაუჭირა მხარი ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მათ დახმარებასაც დაჰპირდება და მკვლელობის გაგრძელების შემთხვევაში ირანის რეჟიმის წარმომადგენლებს მძიმე შედეგებით დაემუქრა.
- ირანში კვლავ გათიშულია ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი, ზუსტი მონაცემები საპროტესტო აქციებზე მოკლულთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა არსებული მონაცემებით 2 ათასს აღემატება.
- 14 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ირანში მკვლელობები შეჩერებულია, თუმცა კვლავ არ გამორიცხა სამხედრო მოქმედებები.
- მომდევნო დღეს Fox News-თან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაგჩიმ განაცხადა, რომ აქციებზე დაკავებულების ჩამოხრჩობა არ იგეგმება.
- Axios-ის ერთ-ერთი არაბული წყაროს ცნობით, ამერიკელი ამჟამად "ვითარების გადაფასებას" ცდილობენ.
- მოჩვენებით დე-ესკალაციის ამერიკის საჰაერო დარტყმების მოლოდინში ირანმა რამდენიმეჯერ დახურა ქვეყნის საჰაერო სივრცე.
სტრიქონებს შორის: კომენტატორების შეფასებით, თეთრი სახლიდან მომდინარე გზავნილები გათვლილია ირანის რეჟიმის მაქსიმალური დეზორიენტაციისთვის, როგორც ეს გასულ ზაფხულს ბირთვულ ობიექტებზე შეტევამდე ხდებოდა.
- წყაროების ცნობით, გადაწყვეტილებას ირანის საკითხზე თეთრი სახლის მაღალჩინოსანთა უკიდურესად ვიწრო ჯგუფი იღებს.
- "პრეზიდენტი არ გამორიცხავს არცერთ ოფციას, არც ახლა და არც მომავალში. მისი კუთხეში მოქცევის მცდლელობები უშედეგოა"- ამბობს Axios-ის ერთ-ერთი წყარო.
- მსგავსი კომენტარი გაავრცელა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლიუიტმა, რომლის თქმითაც "ყველა ვარიანტი განიხილება."
ჩაშლილად: ირანის საკითხზე შემდგომი ნაბიჯებზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად 13 იანვარს ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნებს შეხვდა.
- ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
- "ჩვენ ისე გავიგეთ, რომ ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მეტი დრო ითხოვა"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
კულისებს მიღმა: წყაროების ცნობით, ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის მჭიდრო კონსულტაციები მიმდინარეობს.
- მათი ცნობით, ბიბი ნეთანიაჰუ გასული 2 კვირის განმავლობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდა, რათა არ შექმნილიყო განცდა, რომ ის ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ უბიძგებს.
- "ისრაელის გზავნილი იყო, რომ ჩვენ გამოგყვებით გადაწყვეტილებაში, მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ სამხედრო მოქმედებებს. ბიბის არ უთქვამს ტრამპისთვის, რომ ირანისთვის არ შეეტია და არც ის, რომ დარტყმები განეხორციელებინა"- ამბობს წყარო.
დიდი სურათი: პარალელურად აშშ აგრძელებს ირანის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზებიდან ევაკუაციას - ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რეგიონისკენ მიემართება Abraham Lincoln-ის საავიამზიდო დაჯგუფება.
- პარალელურად 15 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციებმა დაუწესა ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და ალი ხამენეის უახლოესი გარემოცვის წევრს, ალი ლარიჯანის.
- სანქციები ქვეშ მოყვნენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურებიც.
კონტექსტი: თეთრი სახლის მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ სამხედრო მოქმედებების სცენარი კვლავ განიხილება, თუმცა ტრამპი შესაძლოა ღია იყო დიპლომატიისთვისაც.
- "ირანის რეჟიმის საბოლოოდ დაემხობა, თუ კი უმაღლესი სასულიერო ლიდერი ტრამპთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. ტრამპს სჯერა, რომ ირანში სხვა არცერთ თანამდებობის პირს არ აქვს შესაბამისი გავლენა სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებად"- ამბობს წყარო.