ტრამპი: DoGE ეს არის მონსტრი, რომელიც შესაძლოა დაბრუნდეს და ელონი შეჭამოს

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ვერტმფრენში ჩაჯდომამდე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა - კომენტარს წინ უძღოდა მასკისა და პრეზიდენტის მორიგი დაპირისპირება სოციალურ ქსელებში.

გრემის თქმით, ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის ახალი სანქციების კანონს

ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ტელეარხმა ABC-ისთან საუბარში განაცხადა - გრემმა დაასახელა თარიღიც, როდესაც შესაძლოა ახალი კანონი მიიღონ.

პუტინის თქმით პატივს სცემს ტრამპის სიმამაცეს, თუმცა შეხვედრა ჯერ მოსამზადებელია

"მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის. ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპის საუბრობდა შეხვედრის შესაძლებლობაზე, მაგრამ მე დონალდ ტრამპის მსგავსად ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრების მომზადებაა საჭირო"- ამბობს პუტინი.

თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ სირია აბრაამის შეთანხმებას შეუერთდება

აპრილში ამერიკელ კონგრესმენ კორი მილსს აჰმედ ალ-შარაამ განუცხადა, რომ სირია მზადაა, შესაბამისი პირობებით შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებებს.

FT: ტრამპის ტონი ზელენსკისა და პუტინის მიმართ, უკრაინელის სასარგებლოდ იცვლება

ამის შესახებ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე დაყრდნობით Financial Times წერს - დონალდ ტრამპმა "ძალიან კარგ ბიჭად" მოიხსენია უკრაინელი პრეზიდენტი, ხოლო ვლადიმირ პუტინის მიმართ ომის გაჭიანურების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

WaPo: ტრამპმა დაიფიცა, რომ სანამ პრეზიდენტია რუსეთი არ დაესხმება თავს ნატოს

ამის შესახებ Washington Post სამიტის შემაჯამებელ, ვრცელ მასალაში წერს - გაზეთის წყარო 3 ევროპელი დიპლომატია, რომლებიც დახურულ შეხვედრებს ესწრებოდნენ.

ტრამპმა ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადა

"ვულოცავთ ყველას! ირანი და ისრაელი ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. (დაახლოებით 6 საათში, როდესაც ისინი დაასრულებენ თავიანთ ბოლო მიმდინარე მისიებს), რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება"- წერს ტრამპი.

"მყიფე თანხმობა" - MAGA ირანის საკითხზე ტრამპის ირგვლივ გაერთიანდა, ჯერჯერობით

ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმებიდან პირველ დღეებში პრეზიდენტის მიმართ ლოიალობა იმარჯვებს, მაგრამ, ასევე არის ნიშნები, რომ საომარი მოქმედებების გაჭიანურების შემთხვევაში, MAGA-ს პოზიცია შეიცვლება.

ტრამპი: ჩვენმა ავიაციამ დარტყმა მიიტანა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე

ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავებმა უკვე დატოვეს ირანის საჰაერო სივრცე.

ირანთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე ტულსი გაბარდის მოსმენა სენატში გადაიდო

ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს - ოფიციალურ მიზეზად წყაროები სენატისა და ეროვნული დაზვერვის დირექტორის გადატვირთულ გრაფიკს ასახელებენ.

სენატში გადაიდო გრემის მიერ წარდგენილი რუსეთის სანქცირების კანონპროექტის მიღება

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Semafor ავრცელებს - აქტის განხილვისა და მიღების გადადების მიზანი ირან-ისრაელს შორის მიმდინარე მოვლენები და სენატის გადატვირთული გრაფიკია, რომელმაც მომდევნო კვირაში ტრამპის დიდი საგადასახადო კანონი უნდა განიხილოს.

Bloomberg: ტრამპის გუნდი უახლოეს დღეებში ირანზე დარტყმებისთვის ემზადება

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - ისრაელის საჰაერო კამპანიაშ ჩართულობის კუთხით თეთრი სახლის მზარდ ღიაობაზე მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპის საჯარო განცხადებებიც.

თეთრ სახლში დაიშალა ჯგუფი, რომელიც რუსეთზე წნეხის გასაძლიერებლად შეიქმნა

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - წყაროების ცნობით, ჯგუფის ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი პრეზიდენტის განსხვავებული მიდგომა გახდა.