ტრამპი ნეთანიაჰუს სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს

ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის დასრულება.
State Of Play: "გადაუდებელი ამბავი... შოკირებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ისრაელის სახელმწიფო, რომელსაც ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტი ჰქონდა და რომელსაც ბიბი ნეთანიაჰუ მტკიცედ ხელმძღვანელობს, აგრძელებს სასაცილო კუდიანებზე ნადირობას მათი დიდი ომის დროინდელი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე ვრცელ პოსტში.
- ისრაელის სასამართლოში ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯვარედინი დაკითხვების გაგრძელება იგეგმება, მას შემდეგ, რაც ის შეჩერდა, რადგან სასამართლოები ირანთან ომის ფონზე საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ და მხოლოდ სასწრაფო სხდომები მიმდინარეობდა.
- აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან და ნეთანიაჰუმ "ჯოჯოხეთი ერთად გაიარეს, ებრძოდნენ ისრაელის ძალიან მკაცრ და დიდი ხნის მტერს, ირანს და ბიბი ვერ იქნებოდა უკეთესი, უფრო მკვეთრი ან ძლიერი მის სიყვარულში საოცარი წმინდა მიწის მიმართ."
- "ნებისმიერი სხვა დანაკარგს, უხერხულობასა და ქაოსს განიცდიდა! ბიბი ნეთანიაჰუ მეომარი იყო, ისეთი, როგორიც შესაძლოა არც ერთი სხვა მეომარი არ ყოფილა ისრაელის ისტორიაში," - განაცხადა ტრამპმა.
- "შედეგი იყო ის, რაც არავის ეგონა შესაძლებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ბირთვული იარაღის სრული განადგურება. ჩვენ, სიტყვასიტყვით, ისრაელის გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ისრაელის ისტორიაში არავინ იბრძოდა ბიბი ნეთანიაჰუზე უფრო ძლიერად ან კომპეტენტურად." - აღნიშნა მან.
Big Picture: ტრამპმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აღძრულ საქმეს "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა 2020 წელს სასამართლო პროცესის დაწყებიდან "საშინელებათა შოუ" გაიარა.
- "ბიბი ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, ან უნდა შეიწყალონ დიდი გმირი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა სახელმწიფოსთვის," - განაგრძო ტრამპმა.
- "სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაარჩინა ისრაელი და ახლა ამერიკის შეერთებული შტატები გადაარჩენს ბიბი ნეთანიაჰუს. "სამართლებრივი სისტემის" ეს ტრაგედია დაუშვებელია!" - თქვა მან.
Сontext: ნეთანიაჰუ კორუფციის სამ საქმეზეა ბრალდებული.
- საქმე 1000-ში მას ბრალი ედება თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. პროკურატურა ნეთანიაჰუს და მის ცოლს ჰოლივუდის მედიამაგნატ არნონ მილხანისგან უკანონოდ ძვირადღირებული საჩუქრების მიღებაში ადანაშაულებს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 700 000 შეკელია (200 ათას დოლარზე მეტი - რედ.) და რომ ნეთანიაჰუმ დაარღვია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონები და მილხანს დაეხმარა აშშ-ში გრძელვადიანი ბინადრობის ვიზის განახლებაში და ცდილობდა დახმარებას გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში.
- საქმე 2000-ში პრემიერ-მინისტრს ბრალად ედება გაზეთ "იდიოთ აჰრონოთის" გამომცემელთან, არნონ მოზესთან შეთანხმების მიღწევის სავარაუდო მცდელობა, რომლის მიხედვითაც გააზეთი პრემიერ-მინისტრს უფრო პოზიტიურად გააშუქებდა, სანაცვლოდ კი ისეთ კამონს მიიღებდა, რომელიც მის მთავარ კონკურენტს, უფასო გაზეთ "ისრაელ ჰაიომს" დაასუსტებდა.
- საქმე 4000-ში მას ბრალი ედება მარეგულირებელი ორგანის გადაწყვეტილებების ავტორიზაციაში, რომლებმაც ტელეკომუნიკაციების გიგანტის, "ბეზექის" აქციონერს, შაულ ელოვიჩს, ასობით მილიონი შეკელის ფინანსური სარგებელი მოუტანა. სანაცვლოდ, ნეთანიაჰუმ, სავარაუდოდ, ხელსაყრელი მედია გაშუქება მიიღო საინფორმაციო სააგენტო "ვალასგან", რომელიც ელოვიჩსაც ეკუთვნოდა.