რუბიო: უკრაინა ევროპის უძლიერესი არმიაა, რუსეთი 5-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ დროისთვის ევროპაში ყველაზე ძლიერი უკრაინას ჰყავს, ხოლო მიმდინარე ომში რუსეთი 5-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს.
ვითარების არსი: ამის შესახებ მარკო რუბიომ ამერიკის საპრეზიდენტო თვითმფრინავში, პეკინიდან გამოფრენამდე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა.
- რუბიოს თქმით, რუსეთთან ომში უკრაინას მოუხდა მიემართა ინოვაციებისთვის და განევითარებინა ახალი ასიმეტრიული შეიარაღება და ტექნოლოგიები - "უდავოდ, ეს ძალიან შთამბეჭდავია."
ჩაშლილად: ამასთანავე, რუბიოს მიმდინარე ომში რუსეთი უკრაინაზე 5-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავს.
- "უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დროისთვის ევროპის უძლიერესი არმიაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მათ შორის იმ დახმარების გამოც, რომელიც მიიღეს, მაგრამ ასევე საბრძოლო გამოცდილების გამოც"- განაცხადა რუბიომ.
- სახელმწიფო მდივნის თქმით, ომში რუსეთის დანაკარგები მკვეთრად იზრდება, საუბარია თვეში დაახლოებით 15-20 ათას "მოკლულ ჯარისკაცზე, არა დაჭრილზე"- დააზუსტა რუბიომ.
დიდი სურათი: სახელმწიფო მდივანმა აღიარა, რომ გასულ თვეებში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სხვადასხვა ფაქტორების გამო ჩიხში შევიდა - "უკრაინამ გადაიტანა ზამთარი და ისინი უფრო თავდაჯერებულები არიან, ნავთობის გაძვირების გამო ოპტიმიზმს განიცდის რუსეთიც."
- სირთულეების მიუხედავად, რუბიოს თქმით, ვაშინგტონში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ომი მალე დასრულდება.