ტრამპმა ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ გამოაცხადა

დონალდ ტრამპის თქმით, ირანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, ტრამპის თქმით, შეთანხმება დაახლოებით 6 საათში ამოქმედდება.
State Of Play: ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს - ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა ირანის მიერ კატარში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები - თეირანმა დოჰა შეტევის შესახებ წინსმსწრებად გააფრთხილა.
- "ვულოცავთ ყველას! ირანი და ისრაელი ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. (დაახლოებით 6 საათში, როდესაც ისინი დაასრულებენ თავიანთ ბოლო მიმდინარე მისიებს), რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება"- წერს ტრამპი.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ეს ომი შესაძლოა წლები გაგრძელებულიყო და დაენგრია ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ მისი თქმით, ეს არ მოხდა და "არასდროს მოხდება."
მასალა განახლებადია...