სენატში გადაიდო გრემის მიერ წარდგენილი რუსეთის სანქცირების კანონპროექტის მიღება

შეერთებული შტატების სენატში გადაიდო ლინდსი გრემის მიერ წარდგენილი სანქციების კანონპროექტის მიღება, რომელიც რუსული ნავთობპროდუქტების შემსყიდველებისთვის 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Semafor ავრცელებს - აქტის განხილვისა და მიღების გადადების მიზეზი ირან-ისრაელს შორის მიმდინარე მოვლენები და სენატის გადატვირთული გრაფიკია, რომელმაც მომდევნო კვირაში ტრამპის დიდი საგადასახადო კანონი უნდა განიხილოს. 

  • "ივლისი რუსეთის სანქცირების ახალი აქტის მისაღებად ყველაზე სავარაუდო დროა, ჩვენ მზად ვართ გადაწყვეტილების მისაღებად და ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად მოქმედებისთვის"- ამბობს სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერი, ჯონ თუნი. 

  • აქტის ინიციატორის, ლინდი გრემის თქმით, "სენატს ცოხა ხნით მოცდა მოუწევს", რადგანაც ამჟამად მთელი ყურადღება ირან-ისრაელის კონფლიქტს ეთმობა - "მაგრამ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან"- ამბობს სენატორი. 

Big Picture: მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხმა რესპუბლიკური პარტია ორად გაყო, რუსეთზე სასანქციო წნეხის გაზრდის მოწოდება პარტიისთვის გამაერთიანებელი პლატფორმა გახდა - თუმცა ბევრი მათგანი, მოქმედებისთვის სიგნალს თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან ელოდება

  • კრემლის მიერ ტრამპის ინიცირებული სამშვიდობო პროცესის გაჭიანურებისა და ვლადიმირ პუტინის მოთხოვნების ფონზე ვაშინგტონში რუსეთზე წნეხის გაზრდის მოწოდებები შესამჩნევად გაიზარდა. 

  • ახალ სანქციების დაწესებაზე პერიოდულად მიანიშნებს პრეზიდენტი ტრამპიც, თუმცა მისი გზავნილები ამ საკითხზე არათანმიმდევრული და ხშირად წინააღმდეგობრივია. 

Сontext: Semafor-თან საუბარში დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ხმებს პრეზიდენტის გარემოცვაში, რომლებიც ევროპის საქმეებში ვაშინგტონის ჩართულობის მკვეთრ შემცირებას ითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები