გრემის თქმით, ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის ახალი სანქციების კანონს

სენატორ ლინდსი გრემის თქმით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის ახალი სანქციების მიღებას, რომელიც უკვე რეგისტრირებულია სენატში და აქვს საკმარისი მხარდაჭერა. 

State Of Play: ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ტელეარხმა ABC-ისთან საუბარში განაცხადა - გრემმა დაასახელა თარიღიც, როდესაც შესაძლოა ახალი კანონი მიიღონ. 

  • ლინდი გრემის თქმით, კანონპროექტის საკითხზე "დიდი გარღვევაა" და 28 ივნისს გოლფის თამაშის დროს პრეზიდენტმა უთხრა, რომ "მოქმედების დრო მოვიდა." 

  • რესპუბლიკელი სენატორის თქმით, სენატი რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს ივლისის შესვენებიდან დაბრუნების შემდეგ, 7 ივლისს მიიღებს. 


  • "სრულად დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი ხელს მოაწერს მიღებულ კანონს"- ამბობს სენატორი.

Big Picture: საუბარია ლინდსი გრემია და მისი დემოკრატი კოლეგის, რიჩარდ ბლუმენტალის ინიციატივაზე, რომელიც რუსული ენერგომატარებლების შემსყიდველებისთვის 500%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. 

  • გრემის თქმით, ინიციატივას მხარს უჭერს 84 სენატორი. 

  • სენატორი ამბობს, რომ კანონი მისცემს საშუალებას პრეზიდენტს დაუწესოს 500%-იანი ტარიფები მათ შორის, ჩინეთსაც და ინდოეთსაც, რათა აიძულოს ეს ქვეყნები უარი თქვან "რუსეთის სამხედრო მანქანის მხარდაჭერაზე." 

  • ამერიკული მედიის ინფორმაციით, ინიციატივას საკმარისი მხარდამჭერი ჰყავს კონგრესშიც, თუმცა აქტის რეგისტრირების შემდეგ ქვედა პალატაში პროცესი გაჩერებულია. 

Сontext: ამერიკელმა სენატორებმა გასულ კვირებში არაერთხელ განაცხადეს აქტის მიღების მზაობის შესახებ, თუმცა რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერის თქმით, ისინი თეთრი სახლისგან შესაბამის სიგნლას ელოდნენ. 

  • ლინდსი გრემის ინიციატივა მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა ამერიკელი პრეზიდენტის ინიციატივაზე 30-დღიანი ზავის შესახებ. 

  • ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ტრამპმა საჯაროდაც არაერთხელ განაცხადა, თუმცა ამბობდა, რომ ჯერჯერობით მიაჩნდა, რომ შეთანხმება შესაძლებელია და მაშინ იმოქმედებდა, როდესაც შესაბიმისი დრო დადგებოდა. 

  • სენატორ გრემის თქმით, 500%-იანი ტარიფები არ დაუწესდებათ რუსული ნავთობისა და გაზის იმ შემსყიდველებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან. 

მსგავსი სიახლეები