მედია: "ბუჩის ყასაბზე", რუს გენერალ აზატბეკ ომურბეკოვზე თავდასხმა მოხდა

მედიების ინფორმაციით, ხაბაროვსკის ოლქში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

ვითარების არსი: აფეთქების სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო გენერალ-მაიორი აზატბეკ ომურბეკოვი, თუმცა ოფიციალური წყაროებიდან ამის დადასტურება ამ ეტაპზე არ არის.

  • წყაროებზე დაყრდნობით მედიები წერენ, რომ 28 აპრილს სამხედრო გარნიზონის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

  • ომურბეკოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის. წყაროების თქმით, აფეთქების შედეგად დაიღუპა ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი კუზმენკო.

  • თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ხაბაროვსკში, სამხედრო გარნიზონში აფეთქების შესახებ სიუჟეტი გააკეთა სახელმწიფო "მე-5 არხმა".

  • ჟურნალისტებმა ომურბეკოვთან ტელეფონით დაკავშირება სცადეს, თუმცა გენერალმა ზარს არ უპასუხა.

წინარე ისტორია: 2022 წლის გაზაფხულზე იმ დროს პოლკოვნიკი ომურბეკოვი 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა, რომელიც კიევის ოლქში იბრძოდა.

  • უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბრიგადის სამხედროები, აზატბეკ ომურბეკოვის მეთაურობით, მონაწილეობდნენ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წამებასა და მკვლელობებში.

  • გარდა ამისა, 2022 წელის ზაფხულში ომურბეკოვის დაქვემდებარებულმა დანიილ ფროლკინმა აღიარა, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლე მოკლა, ხოლო პოლკოვნიკმა სამხედრო დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინა. მოგვიანებით ფროლკინი "რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის" გაასამართლეს.

  • ომურბეკოვი ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მიერ არის სანქცირებული.

  • უკრაინულ მედიაში ომურბეკოვს "ბუჩის ყასაბი" შეარქვეს. 

  • ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ომურბეკოვი დააწინაურეს და რუსეთის გმირის ორდენი გადასცეს.

მსგავსი სიახლეები