სალივანთან დაუანონსებელი შეხვედრის შემდეგ ვან ი რუსეთში გაემგზავრა

ვან ი და ჯეიკ სალივანის შეხვედრა კუნძულ მალტაზე გაიმართა - სავარაუდოა, რომ შეხვედრა სი ძინფინგისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის მოსამზადებელ საკითხებს მიეძღვნა.

უკრაინა: "ვაგნერის" 8 ათასი დაქირავებული მებრძოლიდან ნახევარზე მეტი პატიმარია

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფეისბუქზე 18 ოქტომბერს განაცხადა.

ტრამპის თქმით, ზელენსკის ომი არ უნდა დაეშვა და მალე კარგ წინადადებებს აანონსებს

"ბაიდენს შეეძლო ომის თავიდან არიდება, ზელენსკის შეეძლო ომის თავიდან არიდება, ხოლო პუტინს ომი არ უნდა დაეწყო. სამივე დამნაშავეა, პუტინი მათ შორის პირველია"- განაცხადა ტრამპმა.

ფაშინიანი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოაწეროს ხელი

ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება სომხეთის 1016 მოქალაქე.

ისრაელი: ჰამასის მებრძოლების მზარდი რაოდენობა გვბარდება ტყვედ

"ჩვენი ჯარები მოქმედებენ ჰამასის სიმძიმის ცენტრებში სამხრეთ და ჩრდილოეთ ღაზაში ერთდროულად, ჯაბალიაში, შეჯაიაში და ხან იუნისის რაიონში," - აღნიშნა მან.