-

გთავაზობთ ევრაზიის ფონდის დირექტორის, მუჯტაბა რაჰმანის სტატიის თარგმანს, რომელიც Financial Times-ში გამოქვეყნდა.

პოპულიზმი ანტიპოპულისტების კოშმარად იქცა. როგორც ესპანეთის წინასაარჩევნო პერიოდმა აჩვენა, ევროპაში უფრო მეტი წუხს, რომ პოლიტიკის ულტრამემარჯვენე მიმართულებით გადახრა ხდება.

ამ ჰიპოთეზის გასამყარებლად მრავალი მაგალითია მოყვანილი, როგორიცაა გერმანიაში ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) მხარდაჭერის ზრდა. არსებობს შიში, რომ ეს ეროვნული "ტენდენციები" მომავალი წლის ევროპარლამენტის არჩევნებზეც აისახება, რაც ევროკავშირის სათავეში, ულტრამემარჯვენეების მოსვლას გამოიწვევს.

ეს შეშფოთება გადაჭარბებულია. უფრო მნიშვნელოვანი, ევროპაში ცენტრისტული პოლუსის სამყარეა, რაც ნაკლებადაა შემჩნეული. 

შეხედეთ იტალიას. 2022 წლის ოქტომბერში, პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონის და მისი პარტიის იტალიის ძმების  ხელისუფლებაში მოსვლამ განგაშის ზარები გამოიწვია - პარტიის ნეოფაშისტური ფესვებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მელონიმ ნაციონალისტ და ულტრამემარჯვენე მატეო სალვინითან ერთად შექმნა კოალიცია.

მიუხედავად ამისა, მელონი საკუთარი პარტიის ცენტრისკენ მკვეთრი გადახრის ავტორია. მისი მიზანია, იტალიის ძმები დომინანტ პოლიტიკურ ძალად გარდაქმნა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ყველა მემარჯვენე კოალიციის საყრდენი მემარჯვენე ცენტრში იყო და ეს ნიშა სილვიო პერლუსკონის პარტია Forza Italia-ს ეჭირა, რომელიც ამჟამად მძიმე კრიზისშია, ხოლო ეს ნიშა გამოთავისუფლებულია. 

Forza Italia-ს რეიტინგი სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალებამდეც მცირდებოდა, რადგანაც მთლიანად იყო დამოკიდებული მის პირად რეპუტაციაზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, იტალიის ძმებს იდეალური შესაძლებლობა აქვს, რომ Forza Italia-ს დარჩენილი ელექტორატი და დეპუტატები შეიერთოს.

ამ ფაქტორმა, მელონის შესაძლებლობა მისცა, ზომიერი კურსის გასატარებლად, რასაც მისი ტექნოკრატი წინამორბედი მარიო დრაგი აკეთებდა.

15 ოქტომბერს პოლონეთის არჩევნებში, ასევე არსებობს მაღალი შანსი, რომ დონალდ ტუსკის ლიბერალურ - ცენტრისტული კოალიცია ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

გერმანიაში AfD-ს ხელისუფლებაში მოსვლის გზა არ აქვს, რაც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის წინადადებაზე საზოგადოების რეაქციამ აჩვენა. მერცმა ულტრამემარჯვენეებთან რეგიონალური თანამშრომლობა დაუშვა, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ან მემარცხენე უმცირესობის მთავრობა უფრო სავარაუდოა, ვიდრე მემარჯვენე ცენტრისტულ სახალხო პარტიასა და ულტრამემარჯვენე Vox-ს შორის კოალიცია.

საფრანგეთში, გამოკითხვები 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენის შესაძლო ტრიუმფზე მიუთითებს. თუმცა, შუალედურმა კვლევებმა, წინასაარჩევნო ციკლებში გადაჭარბებულად წარმოაჩინეს მისი შანსები. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორ-რაუნდიანი სისტემით ტარდება, რაც ასევე ხელს უწყობს ცენტრისტების მორიგ გამარჯვებას.

ისინი, ვინც ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლას უფრთხიან, მემარჯვენე-ცენტრისტების მიერ უფრო რადიკალური რიტორიკისა და პოლიტიკური პოზიციების მიღებაზე საუბრობენ კლიმატის, მიგრაციის და LGBTQ უფლებების მიმართულებით. მელონი, რა თქმა უნდა, კვლავ იცავს კონსერვატიულ ოჯახურ ფასეულობებს და მკაცრ ხაზს არალეგალური მიგრაციის მიმართ.

თუმცა, ცენტრისტული პარტიებისთვის ულტრამემარჯვენე იდეებთან ფლირტი რისკებს შეიცავს, რასაც ესპანეთის შემთხვევაც ადასტურებს. არგუმენტი, რომ Vox-ს ცუდი შედეგი მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნეზ ფეიხიო უფრო მარჯვნივ გადაიხარა, ვერ ასახავს იმ ფაქტს, რომ მისმა წინამორბედმა, პაბლო კასადომ, შეგნებულად აირჩია უფრო მემარჯვენე პოლიტიკა, რითაც დააჩქარა მისი პარტიის დასუსტება და Vox-ის გაძლიერება.

სინამდვილეში, ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკასა და ევროკავშირზე, ულტრამემარჯვენეების ცენტრისკენ მოძრაობის ტენდენცია მკვეთრია.

საფრანგეთში, ლე პენის ეროვნულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა მოთხოვნაზე, რაც ევროკავშირიდან ან ევროზონიდან გასვლის ეხებოდა. მელონის მთავრობის მიერ საბანკო გადასახადის დაწესების მიუხადავად, ის იტალიის ევროზონიდან გასვლას აღარ ითხოვს და ფისკალური დისციპლინისა და ევროკავშირის ფისკალური წესების მომხრეა.  

მელონის საგარეო პოლიტიკაც მტკიცედ ნატოსა და უკრაინის მხარდამჭერია. მან, ასევე გააგრძელა დრაგის მიერ დასახული ვაშინგტონთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების პოლიტიკა, პეკინთან ურთიერთობის გაუარესების ხარჯზე.

ევროპაში ცენტრიზმი მყარად დგას და პოპულიზმის აღმასვლის ტენდენცია მნიშვნელოვანი არ არის. ეს ტრენდი, მომავალი წლის ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებზეც გამოჩნდება.

ევროპარლამენტში, ულტრამემარჯვენე კოალიციის შესაქმნელად საჭირო იქნება, მინიმუმ,  მემარჯვენე-ცენტრისტულ ევროპის სახალხო პარტიასა და ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმისტებს შორის კავშირი. ეს გულისხმობს თანამშრომლობას ბრიუსელში არსებულ პარტიებს შორის, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, დაუძინებელი მტრები არიან. მაგალითად, პოლონეთის მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა ევროპელი კონსერვატორების წევრია, მისი მთავარი ოპონენტი სამოქალაქო პლატფორმა კი ევროპის სახალხო პარტიის

უფრო მეტიც, თითქმის გამორიცხულია, რომ ამ ორ პარტიას ევროპარლამენტში უმრავლესობისთვის საკმარისი მანდატები ჰქონდეს, იმის მიუხედავად, რომ მელონის პარტიას იტალიაში მნიშვნელოვანი ზრდა ექნება.

საბოლოოდ, მათ ალიანსში ისეთი ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური ძალები უნდა შეიყვანონ, როგორიცაა ლე პენის ეროვნული გაერთიანება და გერმანული AfD ან მაკრონის ცენტრისული ძალა რენესანსი.

ასეთი კომბინაციები წარმოუდგენელია. ეს ნაკლებად პროვოკაციული სათაურია, მაგრამ ევროპელი ცენტრისტები ინარჩუნებენ ძლიერებას, მათი კრიტიკოსების მოსაზრებების მიუხედავად.

მსგავსი სიახლეები